ომანი
ომანი (არაბ. عُمان, ომანის სასულთნო (არაბ. سلطنة عُمان)) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი.
ომანის სასულთნო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ”Ya Rabbana Ehfid Lana Jalalat Al Sultan” |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | მასკატი 20°14′ ჩ. გ. 55°58′ ა. გ. / 20.233° ჩ. გ. 55.967° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | აბსოლუტური მონარქია (სასულთნო) | |||||
- | სულთანი | ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 309 501 კმ2 (70-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 3 219 775 (129-ე) | ||||
- | 2010 აღწერა | 2 773 479[1] | ||||
- | სიმჭიდროვე | 13 კაცი/კმ2 (216-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასებით | |||||
- | სულ | $163.627 მილიარდი[2] (81-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $44 062[2] | ||||
აგი (2013) | 0.783[3] (მაღალი) (56-ე) | |||||
ვალუტა | რიალი (OMR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | OMN | |||||
Internet TLD | .om, عمان. | |||||
სატელეფონო კოდი | +968 |
გეოგრაფიარედაქტირება
- ბუნება: ომანის სამხრეთი ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ჩრდილოეთით შეჭრილ-შემოჭრილი. ომანის ყურის სანაპიროს გასწვრივ აღმართულია ომანის მთები, რომლის ჩრდილოეთ მთისწინეთში ელ-ბატინის ვიწრო სანაპირო დაბლობია. ომანის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რუბ-ელ-ხალის ქვიშიანი უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეს, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი — დოფარის პლატოს.
- სასარგებლო წიაღისეული: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სპილენძის მადანი.
- კლიმატი: ჰავა ტროპიკულია, ქვეყნის უმეტეს ნაწილში — უდაბნოს ტიპის. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში +18 - +25 C°, ზაფხულში +30 - +35 C°. ნალექები 150 მმ-მდე წელიწადში.
ისტორიარედაქტირება
VII-XI სს. ომანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1515-1560 წწ. ომანის სანაპირო ზოლი და გამაგრებული პუნქტები პორტუგალიას ემორჩილებოდა. 1737-1744 წწ. ომანის სანაპირო რაიონები ირანმა დაიპყრო. XIII საუკუნის II ნახევარში ომანი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, შემდეგ ცენტრალური არაბეთის ვაჰაბიტ გამგებლებს შორის ბრძოლის ობიექტი გახდა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ტურიზმის სამინისტრო მთავრობის ოფიციალური საიტი
- ინფორმაციის სამინისტრო მთავრობის ოფიციალური საიტი
სქოლიორედაქტირება
- ↑ Final Results of Census 2010. National Center for Statistics & Information. ციტირების თარიღი: 7 January 2012.
- ↑ 2.0 2.1 Oman. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 20 April 2012.
- ↑ 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.