ნილოსი
ნილოსი (არაბ. النيل - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos) — მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6 853 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.
ნილოსი | |
---|---|
მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარე | |
ქვეყანა | ბურუნდი, რუანდა, ტანზანია, სუდანი, ეგვიპტე |
ქალაქები | ხართუმი, კაირო |
სათავე | ლუვირონზა |
სიგრძე | 6 853 კმ. კმ |
აუზის ფართობი | 2870 კვ.კმ. კმ² |
ნილოსი ვიკისაწყობში |
ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს.
ძველი ეგვიპტელები ნილოსს იტერუს უწოდებდნენ, რაც „დიდ მდინარეს“ ნიშნავდა. (გამოსახულია იეროგლიფზე მარცხნივ)
გალერეა
რედაქტირება-
ეგვიპტე, 1900 წ.
-
ხედი საკრუიზო გემიდან, ეგვიპტე -
ასუანის კაშხლის სიახლოვეს -
კაირო
-
-
ნილოსი უგანდაში -
უგანდა
მედია ფაილები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რას ეძახდნენ ნილოსს ძველი ეგვიპტელები?
- ფაქტები ნილოსზე
- ნილოსისა და ამაზონის შედარება
- ინფორმაცია და ნილოსის რუკები დაარქივებული 2006-09-13 საიტზე Wayback Machine.
- BBC - ამაზონი ნილოსზე გრძელია დაარქივებული 2011-04-11 საიტზე Wayback Machine.