ნილოსი (XV საუკუნე)
ნილოსი — ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე XV საუკუნის მიწურულში. ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის კარის მოძღვარი. დაახლოებით 1492 წელს მეფემ პოლიტიკური მიზნით ეგვიპტის სულთანთან გაგზავნა, შემდეგ, დაახლოებით 1493-1495 წლებში — დასავლეთ ევროპაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 4, თბ., 1967;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 436.