კაირო
კაირო (არაბ. القاهرة; al-Qāhirah) — ეგვიპტის დედაქალაქი; 15.2 მილიონიანი მოსახლეობით (აგლომერაცია) უდიდესი ქალაქია აფრიკაში; მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაირო القاهرة | |||
![]() კაირო ღამით | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 30°05′00″ ჩ. გ. 31°14′00″ ა. გ. / 30.08333° ჩ. გ. 31.23333° ა. გ. | ||
მმართველი | Abd El Azim Wazir | ||
დაარსდა | 969 | ||
ფართობი | 214 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 23 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 7 734 614 კაცი (2005) | ||
სიმჭიდროვე | 36 143 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 02 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.cairo.gov.eg/Default.htm | ||
| |||
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 89 რუს. • ინგლ. • ფრ. |
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ოფიციალური სახელია „ალ-ქაჰირა“, ადგილობრივი მცხოვრებლები მას როგორც წესი ქვეყნის სახელით „მაშრ“ (არაბ. مصر) მოიხსენიებენ ადგილობრივ დიალექტზე. სახელი „ალ-ფაჰირა“ ითარგმნება, როგორც „გამარჯვებული“. სახელის წარმოშობად ქალაქის დაფუძნების დროს პლანეტა მარსის მდგომარეობას მიიჩნევენ. მარსი დესტრუქციასთან იგივდება და არაბულად მას „ალ-ნაჯმ-ალ-ქაჰირ“ ეწოდება, ლეგენდის მიხედვით სწორედ აქედან უნდა იყოს ქალაქის სახელიც. თუმცა ისტორიულად ქალაქის სახელი მისი ტიტულიდან „ქაჰირატ-ალ-ადაა“ (მტერთა დამთრგუნველი) უნდა წარმოშობილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გამო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა (მაგ. მონღოლთა, ჯვაროსნებისა და ოსმალთა შემოსევები).
ჰავა რედაქტირება
წლიური ამინდი — Cairo | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
რეკორდ. მაღალი °C (°F) | 31 (88) | 33 (91) | 38 (100) | 45 (113) | 47 (117) | 47 (117) | 43 (109) | 43 (109) | 42 (108) | 43 (109) | 38 (100) | 31 (88) | 47 (117) |
საშუალო მაღალი °C (°F) | 18 (64) | 21 (70) | 24 (75) | 28 (82) | 33 (91) | 35 (95) | 36 (97) | 35 (95) | 32 (90) | 30 (86) | 26 (79) | 20 (68) | 27 (81) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | 8 (46) | 9 (48) | 11 (52) | 14 (57) | 17 (63) | 20 (68) | 21 (70) | 22 (72) | 20 (68) | 18 (64) | 14 (57) | 10 (50) | 15 (59) |
რეკორდ. დაბალი °C (°F) | 2 (36) | 2 (36) | 3 (37) | 6 (43) | 9 (48) | 13 (55) | 16 (61) | 17 (63) | 14 (57) | 11 (52) | 6 (43) | 1 (34) | 1 (34) |
ნალექი მმ (დუიმი) | 5 (0.2) | 5 (0.2) | 5 (0.2) | 3 (0.1) | 3 (0.1) | 0 (0) | 0 (0) | 0 (0) | 0 (0) | 0 (0) | 3 (0.1) | 5 (0.2) | 29 (1,1) |
წყარო: BBC Weather[1] September 26, 2009 |