ჰოსნი მუბარაქი
მოჰამედ ჰოსნი მუბარაქი, (არაბ. محمد حسني مبارك) უფრო გავრცელებული სახელი ჰოსნი მუბარაქი (არაბ. حسني مبارك; დ. 4 მაისი, 1928, კაფრ-ელ-მუსაილაჰა, ეგვიპტე — გ. 25 თებერვალი, 2020, კაირო) — ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი 1981–2011 წლებში[1]. თანამდებობა დაიკავა პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათის მკვლელობის შემდეგ. იგი ეგვიპტის ყველაზე ხანგრძლივად მმართველია მუჰამედ ალი ფაშას შემდეგ.
ჰოსნი მუბარაქი | |
ეგვიპტის მე-4 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ოქტომბერი, 1981 – 11 თებერვალი, 2011 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ომარ სულეიმანი |
წინამორბედი | ანვარ სადათი |
მემკვიდრე | ეგვიპტის შეიარაღებული ძალები |
დაბადებული | 4 მაისი, 1928 კაფრ-ელ-მუსაილაჰა, ეგვიპტე |
გარდაცვლილი | 25 თებერვალი, 2020 (91 წლის) კაირო, ეგვიპტე |
რელიგია | ისლამი |
ხელმოწერა |
2011 წლის 11 თებერვალს ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ეგვიპტეს 30 წლის განმავლობაში მართავდა, გადადგა და ძალაუფლება არმიას გადასცა.[2] ხელისუფლება სამხედროების ხელში გადავიდა.[3] 2012 წლის 2 ივნისს კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. იგი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მკვლელობაშია დადანაშაულებული.[4] გამოჩენის გამოტანის შემდეგ, როგორც ცნობილია, მუბარაქმა გადაიტანა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიგი კრიზისები. 2013 წლის 13 იანვარს ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ გააუქმა მუბარაქის განაჩენი და საქმის ხელმეორედ განხილვა დანიშნა.[5] განმეორებით პროცესზე, 2015 წლის 9 მაისს, მუბარაქი და მისი ვაჟები მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი კორუფციის ბრალდებით და მიესაჯათ პატიმრობა.[6] მუბარაქი პატიმრობაში მიეცა სამხედრო ჰოსპიტლში, ხოლო მისი ვაჟები 2015 წლის 12 ოქტომბერს კაიროს სასამართლომ გაათავისუფლა.[7] 2017 წლის 2 მარტს გამართლდა საკასაციო სასამართლოს მიერ და და 24 მარტს გათავისუფლდა.[8][9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Egyptian Air Force - Air Marshal Hosni Mubarak დაარქივებული 2008-12-23 საიტზე Wayback Machine.
- European Parliament Resolution on Egypt's Human Rights Situation
- Egyptian government page დაარქივებული 2008-12-17 საიტზე Wayback Machine.
- Egypt After Mubarak დაარქივებული 2009-05-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჰოსნი მუბარაქმა თანამდებობა დატოვა ახალი ამბების სააგენტო GHN
- ↑ ჰოსნი მუბარაქი გადადგა[მკვდარი ბმული] - საინფორმაციო სააგენტო Geonews.ge
- ↑ მუბარაქი გადადგა, ხელისუფლება სამხედროებს გადაეცა რადიო თავისუფლება
- ↑ „ჰოსნი მუბარაქს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს“. palitratv. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2012-06-03.
- ↑ Egypt's Mubarak to get retrial დაარქივებული 20 January 2013 საიტზე Wayback Machine. . 3 News. Retrieved on 2014-01-16.
- ↑ „Egypt's Hosni Mubarak jailed in corruption retrial“. BBC News. 9 May 2015. ციტირების თარიღი: 9 May 2015.
- ↑ „Jailed sons of Egypt's deposed leader Hosni Mubarak freed“. Associated Press. 13 October 2015.
- ↑ „Egypt's Hosni Mubarak acquitted over 2011 protester deaths“. 3 March 2017.
- ↑ „Egypt's Hosni Mubarak freed after six years in detention“. BBC News (ინგლისური). 24 March 2017. ციტირების თარიღი: 24 March 2017.
- ↑ Egypt's former president Hosni Mubarak dies at 91. ციტირების თარიღი: 2020-02-25
- ↑ „Former Egyptian president Hosni Mubarak dies“. BBC News (ინგლისური). 2020-02-25. ციტირების თარიღი: 2020-02-25.