ანვარ ალ-სადათი

(გადამისამართდა გვერდიდან ანვარ სადათი)

მუჰამად ანვარ ალ-სადათი (არაბ. محمد أنور السادات; დ. 25 დეკემბერი, 1918, მიტ-აბუ-ალ-კუმი, ეგვიპტის სასულთნო — გ. 6 ოქტომბერი, 1981, კაირო, ეგვიპტე) — ეგვიპტელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ეგვიპტის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც თანამდებობა ეკავა 1970 წლის 15 ოქტომბრიდან მის მკვლელობამდე, 1981 წლის 6 ოქტომბრამდე. იგი იყო თავისუფალი ოფიცრების ჯგუფის უფროსი წევრი, რომელმაც დაამხო მუჰამედ ალის დინასტია 1952 წლის ეგვიპტის რევოლუციის შედეგად.

ანვარ ალ-სადათი
არაბ. محمد أنور السادات
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1918(1918-12-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი მიტ-აბუ-ალ-კუმი, მონუფიის მუჰაფაზა, ეგვიპტის სასულთნო
გარდაცვალების თარიღი 6 ოქტომბერი, 1981(1981-10-06)[1] [9] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი კაირო
მოქალაქეობა  ეგვიპტის სასულთნო
Kingdom of Egypt
Republic of Egypt
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა
 ეგვიპტე
განათლება ეგვიპტის სამხედრო აკადემია
მამა მუჰამად ალ სადათი
დედა სიტ ელ-ბარეინი
მეუღლე/ები ექბალ მადი და ჯიჰან სადათი
შვილ(ებ)ი რუქაია სადათი, რავია სადათი, კამილია სადათი, ლიუბნა სადათი, ნუჰა სადათი, ჯამალ სადათი და ჯიჰან ანვარ სადათი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[10] [11] , Collar of the Order of Isabella the Catholic‎[12] , თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Order of Ojaswi Rajanya, Knight Grand Cross with Collar of the Order of Merit of the Italian Republic, კონგრესის ოქროს მედალი, მეფე აბდულ-აზიზის ორდენი, Order of the Star of Nepal, Order of Mubarak the Great, Order of the Nile, რესპუბლიკის ორდენი და Financial Times Person of the Year
anwarsadat.org

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანვარ ალ-სადათი დაიბადა 1918 წლის 25 დეკემბერს მიტ-აბუ-ალ-კუმში, ეგვიპტეში, ღარიბ, სუდანური წარმოშობის ოჯახში და იყო მუჰამად ალ სადათის 13 შვილიდან ერთ-ერთი. მამამისი იყო ეგვიპტელი, მსახურობდა მწერლად სამხედრო ჰოსპიტალის კანცელარიაში, ხოლო დედამისი სიტ ელ-ბარეინი — სუდანელი. ყველა მისი ახლობელი ნათესავი იყო მორწმუნე მუსულმანი, ანვარ სადათი ბავშვობაში შეიყვანეს დაწყებით რელიგიურ სკოლაში, სადაც იგი სწავლობდა ყურანს. 1925 წელს ოჯახი გადავიდა კაიროს გარეუბანში, სადაც ანვარმა მიიღო საშუალო განათლება. მისი სიტყვებით ახალგაზრდობაში, მის ცნობიერებაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ოთხმა ადამიანმა: ზაჰრანი — ანტიკოლონიური აჯანყების წევრი, რომელიც ჩამოახრჩვეს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ოფიცრის მკვლელობისათვის; მუსტაფა ქემალ ათათურქი — რომელმაც მიაღწია თურქეთის დამოუკიდებლობას და წამოიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები ქვეყანაში; მაჰათმა განდი — რომელიც არაძალადობრივ წინააღმდეგობას უწევდა პროპაგანდას და ჰიტლერი, რომელიც ახალგაზრდა ალ-სადათმა დაინახა ერთადერთი მსოფლიო ლიდერი, რომელიც შეეწინააღმდეგა ბრიტანულ ექსპანსიას.

გზა ხელისუფლებისკენ

რედაქტირება

1938 წელს სადათმა დაასრულა სამხედრო სასწავლებელი და მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1940 წელს გახდა საიდუმლო საზოგადოება „ისაბას“ წევრი, რომელიც ეგვიპტელი ოფიცრების ჯგუფმა შექმნა, ასევე ახლოს იყო ნაციონალისტურ ორგანიზაციებთან „მისრ-ალ-ფათათთან“ და „ძმები-მუსულმანებთან“.

მეორე მსოფლიო ომის დროს სადათი საიდუმლოდ თანამშრომლობდა ნაცისტური გერმანიის და ფაშისტური იტალიის აგენტებთან ქვეყნის ბრიტანული მმართველობიდან განთავისუფლების მიზნით. ანვარ ალ-სადათი არაერთხელ დააპატიმრეს ბრიტანელებმა და დაადანაშაულეს აბვერთან თანამშრომლობაში. გერმანელების თხოვნით იგი ცდილობდა ეგვიპტის ჯარიდან განთავისუფლებული გენერლის გადაყვანას ერაყში, ანტი-ბრიტანული საქმიანობის გასაძლიერებლად. მოქმედება ვერ განხორციელდა და სადათი დააპატიმრეს. მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, იგი გაათავისუფლეს და თანამშრომლობა დაიწყო კაიროში ორი გერმანელ აგენტთან, რომლებმაც მისი ექსტრადირება მოახდინეს დაკავების შემდეგ. 1942 წლის ოქტომბერში გაასამართლეს ანვარ ალ-სადათი გაათავისუფლეს ჯარიდან და გააგზავნეს ციხეში. ორი წლის შემდეგ მან დაიწყო შიმშილობა და გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, საიდანაც მან გაქეცევა მოახერხა. სადათმა მოუშვა წვერი და ერთი წელი იმალებოდა, მუდმივად იცვლიდა გარეგნობას, მისამართსა და სამუშაოს. 1946-1949 წლებში კვლავ პატიმრობაშია. გათავისუფლების შემდეგ, იგი ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული, 1950 წლიდან კვლავ სამხედრო სამსახურშია.

მონაწილეობდა „თავისუფალი ოფიცრების“ ორგანიზაციის შექმნაში, რომელსაც გამალ აბდელ ნასერი მეთაურობდა.

1952 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობები ეგვიპტის რესპუბლიკაში, ხოლო 1958 წლიდან მის შემცვლელ გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკაში. 19601961 და 1964-1968 წლებში იყო გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე. ამავდროულად 1960-1961 წლებში რესპუბლიკის სირიის რაიონის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელია. 1964 წელს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო 1969 წლიდან გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტი. გამალ აბდელ ნასერის გარდაცვალების შემდეგ 1970 წელს აირჩიეს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტად.

პრეზიდენტობა

რედაქტირება

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ, სადათმა დაიწყო არაბული ნაციონალიზმისა და არაბული სოციალიზმის პოლიტიკისგან ჩამოშორება, რომელსაც ატარებდა გამალ აბდელ ნასერი. მას შემდეგ, რაც აბდელ ნასერის იდეების მიმდევრები ცდილობდნენ ახალი რეჟიმის ოპოზიციის შექმნას, 1971 წლის მაისში ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვიდან უამრავი ადამიანი დააკავეს. სადათმა უარი თქვა ნასერის პან-არაბულ მოთხოვნებზე. 1971 წელს დაიშალა გაერტიანებული არაბული რესპუბლიკა და ქვეყანას ეწოდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა.

ურთიერთობა ზედსახელმწიფოებთან

რედაქტირება

იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირმა ნაკლები დახმარება გაუწია ისრაელთან მიმდინარე დაპირისპირებაში და სურდა უფრო ძლიერი მოკავშირის პოვნა, სადათმა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოება. ამავდროულად ეგვოიპტემ უარი თქვა საბჭოთა კავშირის სამხედრო დახმარებაზე. 1972 წელს უკან გაამგზავრეს საბჭოთა სამხედრო მრჩევლები.

1973 წელს საერთაშორისო იზოლაციის პირობებში სადათმა წამოიწყო ბრძოლა ისრაელის წინააღმდეგ (იომ-ქიფურის ომი). ოპერაციის უკიდურესად წარუმატებელმა შედეგებმა სადათი აიძულა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოება და ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკება, ასევე, 1976 წელს ცალმხრივად უარყო საბჭოთა კავშირთან 1971 წელს დადებული მეგობრობის ხელშეკრულება. კემპ-დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულებიდან ორი თვის შემდეგ, ეგვიპტე, რომელიც უკვე იყო აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, ამერიკამ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელიც კონგრესის მიერ იღებდნენ სამხედრო დახმარებას.

იომ-ქიფურის ომი

რედაქტირება

ანვარ სადათმა თავისი პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნია ეგვიპტის აღორძინება, მსოფლიო სცენაზე ქვეყნის პოზიციის გაძლიერება და 1967 წელს ისრაელთან ექვსდღიანი ომში დამამცირებელი დამარცხების გამო შურისძიება. 1972 წლის მიწურულს, სადათმა ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიიისათვის მზადება დაიწყო. ისრაელის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება ანვარ სადათმა და მისმა სირიელმა კოლეგამ ჰაფეზ ასადმა მიიღეს 1973 წლის ზაფხულში.

კემპ-დევიდის შეთანხმება

რედაქტირება

ომში დამარცხების შემდეგ ანვარ ალ-სადათმა დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. ძალების განცალკევების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ისრაელმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს შუალედურ ხელშეკრულებას, რომელშიც ისინი პირობას დებდნენ, რომ არ გამოიყენებენ ძალას, შეეცდებოდნენ ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. 1977 წელს ანვარ სადათმა გამოაცხადა მზადყოფნა, რომ იერუსალიმში ჩასულიყო ისრაელთან ზავის განსახილველად. ნოემბერშI ეს ისტორიული ვიზიტიც შედგა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ მენაჰემ ბეგინის მოწვევით, მან ისაუბრა იერუსალიმის ქნესეთში, რაც მკვეთრად დაგმო არაბულმა სამყარომ და საბჭოთა კავშირმა. სადატის ხუთპუნქტიანი გეგმა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავდა.

სადათის ვიზიტმა იერუსალიმში და მისმა შეხვედრამ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამოიწვია დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ეგვიპტესა და არაბულ სახელმწიფოების უმეტესობას შორის. თუმცა ეგვიპტის პრეზიდენტი თვლიდა რომ მოლაპარაკებების გაგრძელება საჭირო იყო ისრაელთან.

რამდენიმე ხნის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განახორციელა საპასუხო ვიზიტი ეგვიპტეში, თუმცა მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გადაწყვიტა ორივე ლიდერი მიეწვია კემპ-დევიდში.

1978 წლის სექტემბერში კემპ-დევიდის სამიტზე ჯიმი კარტერის ხელმძღვანელობით სადათი და ბეგინი შეთანხმდნენ ზავზე. სინაის ნახევარკუნძული დაუბრუნდებოდა ეგვიპტეს. ზავი დაიდო 1979 წლის 26 მარტს. ისრაელი დაჰპირდა ჯარების გაყვანას და ებრაული დასახლებების ევაკუაციას 1967 წელს ოკუპირებულ სინაის ნახევარკუნძულიდან. 1978 წელს ანვარ სადათი და მენაჰემ ბეგინი დადებული ხელშეკრულებისათვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

შიდა პოლიტიკა

რედაქტირება

1974 წელს სადათმა დაიწყო „ღია კარის“ პოლიტიკის გატარება. მოახდინა საბანკო და სავალუტო სფეროს ლიბერალიზაცია.

1975 წელს სადათმა მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა არაბული სოციალიზმის კავშირის ფარგლებში სამი პოლიტიკური პლატფორმა: ცენტრისტული, მემარცხენე და მემარჯვენე. 1976 წლის არჩევნებში ცენტრისტულმა პლატფორმამ მიიღო არაბული სოციალისტური პარტიის სახელი და მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, მიიღო 280 ადგილი 352-დან. არჩევნების შემდეგ სადათმა განაცხადა, რომ მოხდებოდა სამივე პლატფორმის გაერთიანება პარტიაში.

მკვლელობა

რედაქტირება

1981 წლის შემოდგომაზე ისლამი ფუნდამენტალისტების დაჯგუფებებმა „ალ-გამაა ალ-ისლამიამ“ და ეგვიპტის ისლამურმა ჯიჰადმა“ ერთობლივად მოაწყვეს ანვარ სადათის მკვლელობა. 6 ოქტომბრის სამხედრო აღლუმზე სასიკვდილოდ დაჭრეს ანვარ სადათი, იგი გადაიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც გარდაიცვალა. მისი შემცვლელი გახდა ვიცე-პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ქვეყანას მართAვდა 2011 წლის 11 თებერვლამდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 AlKindi
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  10. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1978/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  12. https://www.boe.es/boe/dias/1977/04/07/pdfs/A07775-07775.pdf