ქნესეთი
ქნესეთი (ებრ. כנסת კრება) — ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი. ქნესეთის წევრთა რაოდენობა 120 პარლამენტარია, რომლებსაც პარტიული სიით ირჩევენ.
რამდენადაც ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა, ქნესეთი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა.