მენახემ ბეგინი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი
(გადამისამართდა გვერდიდან მენაჰემ ბეგინი)

მენახემ ბეგინი (ებრ. מנחם בגין; დაბადებით მეჩისლავ ბეგუნი პოლ. Mieczysław Biegun; დ. 16 აგვისტო, 1913, ბრესტი, რუსეთის იმპერია — გ. 9 მარტი, 1992, თელ-ავივი, ისრაელი) — ისრაელის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი 1977-1983 წლებში. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1978). 1940-იან წლებში ებრაელთა იატაკქვეშა ორგანიზაცია ირგუნის ხელმძღვანელი.

მენახემ ბეგინი
ებრ. מנחם בגין
მენახემ ბეგინი ებრ. מנחם בגין
ისრაელის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივნისი, 1977 – 10 ოქტომბერი, 1983
პრეზიდენტი  ეფრაიმ კაცირი
იცხაკ ნავონი
ხაიმ ჰერცოგი
წინამორბედიიცხაკ რაბინი
მემკვიდრეიცხაკ შამირი

დაბადებული16 აგვისტო, 1913
ბრესტი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი9 მარტი, 1992
თელ-ავივი, ისრაელი
მოქალაქეობაისრაელის დროშა ისრაელი
პოლიტიკური პარტიაჰერუთი,
ლიკუდი
მამაზეევ-დოვ ბეგუნი
დედახასია ბეგუნი
განათლებავარშავის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1978)
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1913 წელს ბრესტ-ლიტოვსკის ებრაული თემის მდივნის ოჯახში. დაამთავრა ამავე თემის ებრაული სკოლა, ხოლო 1931 წელს სახელმწიფო გიმნაზია, რის შემდეგაც შევიდა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხით. როგორც სიონისტურ ოჯახს შეეფერებოდა 10 წლის ასაკში გახდა საბავშვო სიონისტური ორგანიზაციის ხა-შომერ-ხა-ცაირის წევრი. 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ვილნიუსში დააკავა და მიუსაჯა 8 წლით პატიმრობა, როგორც ბრიტანეთის აგენტს და მიანიჭეს განსაკუთრებულად საშიში ელემენტის სტატუსი. 1941 წელს გაათავისუფლეს ბანაკიდან, როგორც პოლონეთის მოქალაქე და შევიდა ანდერსის არმიაში, რომელიც მალე გაემგზავრა პალესტინაში. 1943 წელს დატოვა ანდერსის არმია და შეუდგა ბრძოლას ებრაული სახელმწიფოს შექმნისათვის.

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

1943 წლის დეკემბერში ბეგინი გახდა იატაკქვეშა ორგანიზაციის ირგუნის ხელმძღვანელი და სათავეში ჩაუდგა ბრიტანეთის მანდატის წინააღმდეგ აჯანყებას, დაიწყო თავდასხმები და ტერორისტული აქტები ბრიტანელთა არმიის, მთავრობისა და დაწესებულებების წინააღმდეგ (მათ შორის ყველაზე ცნობილია სასტუმრო „მეფე დავითის“ დაბომბვა). ინგლისელებმა დააწესეს ჯილდო (30 ათასი დოლარი) მისი სიკვდილისთვის.

1948 წელს ისრაელის შექმნის შემდეგ იატაკქვეშა ორგანიზაცია ირგუნი დაიშალა და შეუერთდა ისრაელის თავდაცვით ძალებს. ირგუნის ბაზაზე ბეგინმა შექმნა პარტია ჰერუთი („თავისუფლება“) და გახდა ოპოზიციის ლიდერი ქნესეთში. ქნესეთის პირველი მოწვევის არჩევნებში მიიღო ხმების 11,5 %[1].

1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ მენახემ ბეგინი პირველად შევიდა მთავრობის შემადგენლობაშ, როგორც უპორტფელო მინისტრი და თანამდებობაზე დარჩა 1970 წლამდე. 1973 წელს სათავეში ჩაუდგა ლიკუდის პარტიას, 1977 წელს გაიმარჯვა არჩევნებში და ჩამოაყალიბა ისრაელის ისტორიაში პირველი მემარჯვენე (მაგრამ არა სოციალისტური) მთავრობა.

პრემიერ-მინისტრი რედაქტირება

 
ბეგინი, ჯიმი კარტერი და ანვარ სადათი კემპ-დევიდის ხელშეკრულების მოწერის დროს, 1978

როგორც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ლიბერალიზაციისათვის დაიწყო გადამწყვეტი პროგრამის განხორციელება (ცნობილი, როგორც „ოქტომბრის ეკონომიკური გადატრიალება“, 1977 წ.). ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გახდა ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან მოლაპარაკების ინიციატორი. აღნიშნული მოლაპარაკება დასრულდა 1978 წლის სექტემბერში კემპ-დევიდის ხელშეკრულებით. ამის გამო ბეგინი, ანვარ სადათთან ერთად დააჯილდოვეს ნობელის მშვიდობის პრემიით.

1981 წელს მისი ბრძანებით ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ირანის ატომური რეაქტორი. 1982 წელს შეიჭრა ლიბანში (ოპერაცია „მშვიდობა გალილეაში“). ლიბანში დანაკარგების, ომის გამო საზოგადოებაში განხეთქილების, კახანის კომისიის დასკვნისა და მეუღლის გარდაცვალების ფონზე განუვითარდა ნერვული აშლილობა, რის გამოც 1983 წლის 15 ოქტომბერს გადადგა თანამდებობიდან.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა იერუსალიმსა და თელ-ავივში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1992 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება