სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პალესტინა (მრავალმნიშვნელოვანი).

პალესტინა (ბერძ. Παλαιστίνη, ებრ. פלשתינה — „პალესთინა“, არაბ. فلسطين — „ფილასტინ“) — ისტორიული ოლქი წინა აზიაში.

პალესტინა დასახლებული იყო პალეოლითის ხანიდან. ძვ. წ. X-VIII ათასწლეულში აქ განვითარდა ნატუფიის კულტურა. ძვ. წ. II ათასწლეულში ქანაანელი ტომები ჩამოსახლდნენ. ძვ. წ. XII საუკუნეში პალესტინის სანაპირო ზოლი ფილისტიმელებმა დაიპყრეს (სახელი პალესტინა მოდის ძვ. ებრ. ფელიშთიმიდან — ფილისტიმელები). ძვ. წ. XI საუკუნეში პალესტინის ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში შეიქმნა ისრაელ-იუდეველთა სამეფო, (რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 928 წელს ორ სამეფოდ გაიყო — ისრაელის სამეფოდ (ჩრდილოეთ პალესტინა, ძვ. წ. 928-722) და იუდეველთა სამეფოდ (სამხრეთი პალესტინა, ძვ. წ. 928-586). ძვ. წ. 539 წლიდან პალესტინის ტერიტორია აქამენიდთა სახელმწიფოში შედიოდა, ძვ. წ. 332 წლიდან ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. ძვ. წ. 301 წლიდან პტოლემეებს ემორჩილებოდა, ძვ. წ. 200 წლიდან სელევკიდებს. ძვ. წ. 63 წელს პალესტინაში რომის პროტექტორატი დამყარდა, 395 წლიდან ბიზაანტიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 640 წლიდან არაბებმა დაიპყრეს. XI საუკუნეში დააიპყრეს ჯვაროსნებმა, XII საუკუნეში — ეგვიპტელმა სულთნებმა, XIII საუკუნეშიმამლუქებმა. 1516 წლიდან შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შენმადგენლობაში. XIX საუკუნის შუა წლებიდან, განსაკუთრებით 1869 წელს სუეცის არხის გახსნასთან დაკავშირებით, გაიზარდა პალესტინის სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა და გამწვავდა ევროპულ სახელმწიფოთა მეტოექეობა ამ რაიონში თავიანთი გავლენის დასაამყარებლად. XIX საუკუნის დასასრულს XX საუკუნის დაასაწყისში ჩამოყალიბდა ებრაული მიმდინარეობა სიონიზმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნა და სხვადასხვა ქვეყნიდან იქ ებრაელების გადასახლება. I მსოფლიო ომის დროს პალესტინა დაიკავეს ინიეგლისელმა ჯარებმა. 1917 წლის 2 ნოემბერს ინგლისის მთავრობამ გამოაქვეყნა ე. წ. ბალფურის დეკლარაცია, რომელიც შეიცავდა დაპირებას ხელი შეეწყოთ პალესტინაში „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის“ შესაქმნელად. 1920 წლის აპრილს სან-რემოს კონფერენციაზე დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის მართვის მანდატი მოიპოვა (ერთა ლიგამ დაამტკიცა 1922 წლის ივლისს). 1922 წლის სექტემბერს დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის ტერიტორიისაგან გამოყო სამანდატო ტერიიტორია ტრანსიორდანია, რომელზეც არ ვრცელდებოდა ბალფურის დეკლარაცია. დიდმა ბრიტანეთმა ხელთ იგდო პალესტინის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების საარსებო პოზიციები, იგი ხელს უწყობდა ებრაელების მიერ პალესტინის კოლონიზაციას. 1919-1948 წლებში პალესტინაში ჩავიდა 452 ათასი ებრაელი, სიონისტური ორგაანიზაციები ინგლისის ხელისუფალთა მფარველობით პალესტინაში იღებდნენ სხვადასხვა კონცესიებს, არაბი გლეხებისგან (ფელაჰებისგან) ყიდულობდნენ საუკეთესო მიწებს. ინგლისის კოლონისტური პოლიტიკა პალესტინაში იწვევდა არაბების მზარდ უკმაყოფილებას, რაც მრავალჯერ გამოიხატა ინგლისელ კოლონიზატორებისა და პალესტინის სიონისტური კოლონიზაციის წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებებით (1920, 1929, 1933, 1936-1939). 1919 წელს პალესტინაში დაარსდა სოციალისტურ მუშათა პარტია (1921 წელს ეწოდა პალესტინის კომუნისტური პარტია, პკპ), რომელიც მოუწოდებდა ებრაელ და არაბ მშრომელებს ერთობლივი ბრძოლისაკენ ბრიტანული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, იღვწოდა პალესტინის განთავისუფლებისათვის ინგლისური კოლონისტური ბაატონობისაგან, პალესტინაში ორეროვნული არაბულ-ებრაული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისათვის. პალესტინის არაბების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესუსტების მიზნით და სიონიზმის პოლიტიკაზე კონტროლის დაკარგვის შიშით დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა 30-იანი წლების ბოლოს გამოეცხადებინა, რომ იგი შეზღუდავს, ხოლო შემდეგ შეწყვეტს ებრაელთა იმიგრაციას პალესტინაში და შეზღუდავს სიონისტური ორგანიზაციების მიერ მიწების შესყიდვას. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკით უკმაყოფილო სიონისტებმა ორიენტაცია აიღეს აშშ-თან კავშირზე. II მსოფლიო ომის შემდეგ გაძლიერდა პალესტინის ხალხთა ბრძოლა ინგლისის მანდატის ლიკვიდაციისათვის. ინგლისის მთავრობა იძულებული გახდა 1947 წელს პალესტინის საკითხი განსახილველად გადაეცა გაეროსთვის. 1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ინგლისის მანდატის გაუქმების შესახებ, პალესტინიდან ინგლისის შეიარაღებული ძალების გამოყვანისა და მის ტერიტორიაზე ეკონომიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს — არაბულისა და ებრაულის შექმნის შესახებ; იერუსალიმი გამოიყო დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად სპეციალურ საერთაშორისო რეჟიმით გაეროს გამგებლობაში. საბჭოთა კავშირმა გაითვალისწინა რეალური ვითარება და ხმა მისცა ამ გადაწყვეტილებას. 1948 წლის 14 მაისს პალესტინის ტერიტორიის ნაწილზე გამოცხადდა ისრაელის სახელმწიფო. პალესტინის არაბმა ხალხმა ვერ შეძლო გამოეყენებინა თავისი უფლება — შეექმნა პალესტინაში არაბული სახელმწიფო. რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს არაბეთ-ისრაელის ომი 1948-1949. ისრაელისა და მეზობელ არაბულ სახელმწიფოებს შორის დაზავების შესახებ შეთანხმებით 1949 წელს დადგინდა სადემარკაციო ხაზი. ომის შედეგად გაეროს გენერალურ ასამბლეის მიერ არაბულ სახელმწიფოსათვის გათვალისწინებული პალესტინის ტერიტორიის ნახევარზე მეტი (6.7 ათ. კმ²), აგრეთვე იერუსალიმის დასავლეთ ნაწილი გადავიდა ისრაელის იურისდიქციის ქვეშ. პალესტინის აღმოსავლეთი რაიონები (მდ. იორდანეს დასავლეთი ნაპირი) და იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი 1950 წელს მიიერთა იორდანიამ, ხოლო ღაზის რაიონი ეგვიპტის კონტროლს დაექვემდებარა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მიერთებული არაბული ტერიტორიიდან გაიყვანა 900 ათასზე მეტი არაბი. ამან წარმოშვა პალესტინელი ლტოლვილების საკითხი. 1967 წლის ივნისში კვლავ გამწვავდა ვითარება ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, რომლის დროსაც კიდევ უფრო გამწვავდა პალესტინელ ლტოლვილთა პრობლემა. გაეროს მონაცემებით, 1974 წელს მათმა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. პალესტინელი არაბები პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებში პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ხელმძღვანელობით იბრძვიან ისრაელის 1967 წლის შედეგების ლიკვიდაციისათვის.

ამჟამად პალესტინის ტერიტორიაზე არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო — ისრაელი (ებრაული) და პალესტინა (არაბული), თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რუკები