იცხაკ შამირი (ებრ. יצחק שמיר; დ. 22 ოქტომბერი, 1915, რუჟანი, რუსეთის იმპერია — გ. 30 ივნისი, 2012, თელ-ავივი, ისრაელი) — ებრაელი პოლიტიკოსი, ისრაელის მერვე და მეათე პრემიერ-მინისტრი, ქნესეთის თავმჯდომარე და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1948 წლამდე იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაცია ლეჰის წევრი. მუშაობდა მოსადის მაღალ თანამდებობებზე.

იცხაკ შამირი
იცხაკ შამირი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ოქტომბერი, 1986 – 13 ივლისი, 1992
პრეზიდენტი  ხაიმ ჰერცოგი
წინამორბედიშიმონ პერესი
მემკვიდრეიცხაკ რაბინი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ოქტომბერი, 1983 – 13 სექტემბერი, 1984
პრეზიდენტიხაიმ ჰერცოგი
წინამორბედიმენახემ ბეგინი
მემკვიდრეშიმონ პერესი

ქნესეთის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივნისი, 1977 – 10 მარტი, 1980
წინამორბედიისრაელ იეშაიაჰუ
მემკვიდრეიცხაკ ბერმანი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 1980 – 20 ოქტომბერი, 1986
წინამორბედიმენახემ ბეგინი
მემკვიდრეშიმონ პერესი

დაბადებული22 ოქტომბერი, 1915
რუჟანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი30 ივნისი, 2012 (96 წლის)
თელ-ავივი, ისრაელი
პოლიტიკური პარტიალიკუდი
მეუღლეშულამით შამირი
შვილები2
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

იცხაკ შამირი (დაბადებით ეზერნიცკი) დაიბადა 1915 წლის 22 ოქტომბერს გროდნოს გუბერნიის სოფელ რუჟანში, რუსეთის იმპერია. სწავლობდა ბელოსტოკის გიმნაზიაში. 1934 წელს დაიწყო იურისპრუდენციის შესწავლა ვარშავის უნივერსიტეტში, მაგრამ ვერ დაასრულა სწავლა, რადგან იყო სიონისტი და მოძრობა ბეთარის წევრი. 1935 წელს დაბრუნდა პალესტინაში და სწავლა გააგრძელა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში. 1937 წელს შეუერთდა იატაკქვეშა ორგანიზაცია ირგუნს და აქტიურად მოთვაწეობდა მის საქმიანობაში. მისი ოჯახი დარჩა პოლონეთში და გაანადგურეს ჰოლოკოსტის დროს. 1940 წელს ორგანიზაცია ლეჰი გამოეყო ირგუნის მოძრაობას რადგან ამ მოძრაობის ლიდერმა დავით რაზიელმა გამოსცა ბრძანება შეეწყვიტათ ბრძოლა ინგლისელებთან მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. იცხაკ შამირმა აირჩია აბრაამ შტერნის გზა და გაწევრიანდა მოძრაობა ლეჰში.

1941 წლის დეკემბერში იცხაკ შამირი დააპატიმრეს და გამოამწყვდიეს ქიბუც მიზრას მახლობლად ციხეში. 1942 წლის სექტემბერში შამირი ციხიდან გაიქცა. ამის შემდეგ იგი შევიდა მოძრაობა ლეჰის მმართველობაში, რომელიც შტერნის მკვლელობის შემდეგ იყო კოლექტიური, რადგან ვერ ნახეს ადამიანი, რომელიც შეცვლიდა აბრაამ შტერნს. ელიაჰ გილადის მკვლელობის შემდეგ (სავარაუდოდ, შამირის ბრძანებით) მოძრაობის ლიდერი გახდა ტრიუმვირატი: იცხაკ შამირი, ისრაელ ელდადი და ნათან ელინ-მორი. 1944 წელს იცხაკ შამირმა მოახდინა ბრიტანეთის უზენაესი კომისრის ჰაროლდ მაიკმაიკლის მკვლელობის ორგანიზაცია.

1946 წლის ზაფხულში შამირი დააპატიმრეს და ამჟამად მოახდინეს მისი დეპორტაცია ერიტრეაში, საიდანაც 5 თვეში გაიქცა პარიზში, სადაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი.

1948 წლის 20 მაისს დაბრუნდა ისრაელში. სახელმწიფოს დაარსების შემდეგ დაკავდა კერძო ბიზნესით. 1955წელს მიიწვიეს ისრაელის დაზვერვაში მოსადში და დანშნეს ევროპული განყოფილების უფროსად. 1965 წელს დატოვა მოსადი და კვლავ ბიზნეს სდაუბრუნდა. 1969 წელს შეუერთდა პარტია ჰერუთს, თანამედროვე ლიკუდის წინამორბედს. 1974 წელს აირჩიეს ქნესეთში, როგორც ლიკუდის თავმჯდომარე. 1975 წელს გახდა პარტიის ლიდერი. 1977 წელს გახდა ქნესეთის თავმჯდომარე. 1979 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მოშე დაიანის გადადგომის შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში ეს თანამდებობა ეკავა მენაჰემ ბეგინს, ხოლო 1980 წლის 10 მარტს ამ თანამდებობაზე იცხაკ შამირი დაინიშნა.

1983 წლის 11 ოქტომბრიდან კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. თანამდებობა დაახლოებით ერთი წელი ეკავა და 1984 წლის 14 სექტემბერს გადადგა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა ასევე 1986-1992 წლებში.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა თელ-ავივში. გარდაიცვალა 2012 წლის 30 ივნისს 96 წლის ასააკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება