ეგვიპტური ენა
ეგვიპტური ენა ასევე ძველეგვიპტური ენა — ძველ ეგვიპტელთა ენა. გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. მიეკუთვნება აფრაზიული ენების ოჯახს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ენა მსოფლიოში საკუთარი დამწერლობის სისტემით. ყველაზე ძველი წერილობითი ძეგლები ეკუთვნის ძვ. წ. IV ათასწლეულს, ხოლო ყველაზე ახალი - V საუკუნეს. ეგვიპტური ენის მეცნიერული შესწავლა იწყება XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან, მას შემდეგ, რაც ჟან ფრანსუა შამპოლიონიმ გაშიფრა რამდენიმე იეროგლიფი.
ეგვიპტური ენა
r n km.t | |||||||
გავრცელებულია | ძველი ეგვიპტე | ||||||
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა | ||||||
ლინგვისტური კლასიფიკაცია | აფრაზიული ენები | ||||||
დამწერლობის სისტემა | ეგვიპტური იეროგლიფები, იერატიკული დამწერლობა, დემოტური დამწერლობა | ||||||
ენის კოდები | ISO 639-2: egy |
ეგვიპტური ენის შემდეგი განვითარებაა კოპტური ენა, რომელსაც ეგვიპტელი ქრისტიანები იყენებდნენ.
პერიოდები
რედაქტირებაეგვიპტური ენა იყოფა შემდეგ პერიოდებად:
- ძველეგვიპტური ენა (ძვ. წ. XXVII—XXII სს.)
- საშუალო (კლასიკური) ეგვიპტური (ძვ. წ. XXII—XVI სს.)
- ახალი ეგვიპტური (ძვ. წ. XVI—VIII სს.)
- დემოტიკური (ძვ. წ. VIII—ახ. წ. V)
- კოპტური ენა (III—XVIII სს)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Allen, James P. (2000). Middle Egyptian: An Introduction to the Language and Culture of Hieroglyphs. Cambridge University press. ISBN 0-521-65312-6.
- Callender, John B. (1975). Middle Egyptian. Undena Publications. ISBN 0-89003-006-5.
- Loprieno, Antonio (1995). Ancient Egyptian: A linguistic introduction. Cambridge University press. ISBN 0-521-44384-9.
- Satzinger, Helmut (2008). „What happened to the voiced consonants of Egyptian?“ (PDF). 2. Acts of the X International Congress of Egyptologists. pp. 1537–1546.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)