ომაიანთა სახალიფო

ომაიანთა სახალიფო, დამასკოს სახალიფო — ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც განაგებდნენ ომაიანთა დინასტიის ხალიფები. დედაქალაქის სახელის მიხედვით ეწოდება აგრეთვე დამასკოს სახალიფო. ხალიფებს ეკუთვნოდათ სასულიერო და საერო ხელისუფლება. ომაიანებმა დაიპყრეს ჩრდილოეთი აფრიკა, პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი, მცირე აზია, სინდი, ტაბარისტანი და გორგანი. VI-VII საუკუნეების მიჯნაზე განიმტკიცეს მდგომარეობა ამიერკავკასიაშიც. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს სახალიფოს ადმინისტრაციული ერთეული — თბილისის საამირო.

ომაიანთა სახალიფო
الخلافة الأموية


 

 

661750
 

დროშა

ომაიანთა სახალიფო მაქსიმალური გაფართოების პერიოდში
დედაქალაქი დამასკო
ენა არაბული (ოფიც.) სპარსული, ბერძნული (ადმინისტრაციულ დაწესებულებებში აბდ ალ-მალიქის ხალიფობამდე) და დაპყრობილი ერების ენა
რელიგია ისლამი
ფულის ერთეული ოქროს დინარი, დირჰემი
ფართობი 15 000 000 კმ² (750 წლისთვის)
მოსახლეობა 62 000 000 (VII საუკუნე)
მმართველობის ფორმა სახალიფო
დინასტია ომაიანები
პირველი ხალიფა
 - 661–680 მუავია I
უკანასკნელი ხალიფა
 - 744-750 მარვან II იბნ მუჰამადი
მოიცავდა ამჟამინდელ ქვეყნებს (მთლიანად ან ნაწილობრივ): ავღანეთის დროშა ავღანეთი,
ალჟირის დროშა ალჟირი
ანდორის დროშა ანდორა,
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი,
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
ჩინეთის დროშა ჩინეთი,
კვიპროსის დროშა კვიპროსი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე,
ერიტრეის დროშა ერიტრეა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი,
საქართველოს დროშა საქართველო
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი,
ინდოეთის დროშა ინდოეთი
ირანის დროშა ირანი,
ერაყის დროშა ერაყი
ისრაელის დროშა ისრაელი,
იტალიის დროშა იტალია
იორდანიის დროშა იორდანია,
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ქუვეითის დროშა ქუვეითი,
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ლიბანის დროშა ლიბანი,
ლიბიის დროშა ლიბია
მავრიტანიის დროშა მავრიტანია,
მაროკოს დროშა მაროკო
ომანის დროშა ომანი,
პაკისტანის დროშა პაკისტანი
პალესტინის დროშა პალესტინა,
პორტუგალიის დროშა პორტუგალია
კატარის დროშა კატარი,
რუსეთის დროშა რუსეთი
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი,
სომალის დროშა სომალი
ესპანეთის დროშა ესპანეთი,
სირიის დროშა სირია
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი,
ტუნისის დროშა ტუნისი
თურქეთის დროშა თურქეთი,
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი,
იემენის დროშა იემენი
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა
 
სახალიფოს დაპყრობები ომაიანების მმართველობის პერიოდში.
  მუჰამედის დაპყრობები, 622–632
  ოთხი მართლმორწმუნე ხალიფის დაპყრობები, 632–661
  ომაიანების სახალიფოს დაპყრობები, 661–750

ომაიანთა სახალიფოში მიწები ითვლებოდა სახელმწიფო საკუთრებად. მიწაზე დაწესებული იყო ორი გადასახადი: უშრი (მეათედი) მუსლიმანთა მიწაზე და ხარაჯა არამუსლიმანთა მიწებზე. სახალიფოს ძირითად მოსახლეობას გლეხები შეადგენდნენ, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით VII საუკუნის ბოლოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის დროს ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად მოწესრიგდა საფოსტო კავშირი სახალიფოს დაშორებულ მხარეებთან, სახელმწიფო ენად არაბული გამოცხადდა, ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან განიდევნა სპარსული და ბერძნული ენები. სასანური და ბიზანტიური მონეტები შეიცვალა ოქროს დინარებით და ვერცხლის დირჰემებით, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას მთელი სახალიფოს მასშტაბით. ომაიანებმა გაადიდეს საგადასახადო განაკვეთები დაპყრობილ ქვეყნებში, რასაც გლეხობამ მიწების მიტოვებითა და ქალაქებში გაქცევით უპასუხა. ხაზინის შემოსავლის შენარჩუნების მიზნით გლეხებს იძულებით აბრუნდებდნენ. ამის გარდა, დაპყრობილ ქვეყნებში ჩასახლებულ არაბთა ზედაფენის მიერ არამუსლიმ მიწათმფლობელთა მიწების მითვისებამ შეამცირა სახარაჯო მიწების რაოდენობა. მეორე მხრივ, დაპყრობილი მოსახლეობის გამუსლიმანებას მოსდევდა არამუსლიმან ქვეშევრდომებზე (ზიმიები) დაწესებული სულადი გადასახადის – ჯიზიის გადამხდელთა რიცხვის შემცირება. ამ ტენდენციების აღსაკვეთად 700 წელს გამოცემული კანონის შესაბამისად გამუსლიმანებული არაარაბი (მავალი) არ გათავისუფლდებოდა ჯიზიისაგან, ხოლო არამუსლიმთა მიწებს დაპატრონებული არაბები კვლავ გადაიხდიდნენ ხარაჯას და არა უშრს. იმის გამო, რომ არაარაბები, გამუსლიმანების მიუხედავად, უფლებრივად ვერ გაუთანაბრდნენ არაბებს, ისლამის გავრცელება დაპყრობილ ქვეყნებში შეფერხდა. ასეთ პოლიტიკას მოჰყვა დაპყრობილი ქვეყნების ექსპლუატატორული კლასების უკმაყოფილების ზრდა, რომლებიც ომაიანებმა ვერ გადააქციეს თავიანთ სოციალურ დასაყრდენად. VIII საუკუნიდან გაძლიერდა ანტიფეოდალური ბრძოლა, რაც შიიტობისა და ხარიჯიტობის ლოზუნგებით მიმდინარეობდა. დაძაბული ვითარების გასანელებლად ხალიფა უმარ II (717-720 წწ.) იძულებული გახდა არაარაბი მუსლიმანები არაბებთან გაეთანაბრებინა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა მალე აღადგინეს 700 წლის კანონი.

ომაიანთა მმართველობის დასასრული

რედაქტირება

არაბთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი კერა იყო ამიერკავკასია. 736-738 წლებში ომაიანებმა ამიერკავკასიაში მოაწყვეს დამსჯელი ლაშქრობა მურვან ყრუს მეთაურობით. ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ აგრეთვე ირანელი ფეოდალები (დეჰყანები). ისინი დაუკავშირდნენ აბასიანებს, რომლებმაც ფართო მასების ანტიფეოდალური მოძრაობა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს. 750 წელს აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად ომაიანთა დინასტია დაემხო, ძალაუფლება აბასიანების ხელში გადავიდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება