ომაიანები
ომაიანები – ომაიანთა სახალიფოს დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა 661–750 წლებში.
მართლმორწმუნე ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში ომაიანთა საგვარეულოს დინასტიური მმართველობა დამყარდა. დინასტიის პირველი წარმომადგენელი მუავია I იყო. ამ დინასტიის მმართველობის დროს სატახტო ქალაქი გახდა დამასკო. ომაიანები ებრძოდნენ ბიზანტიას, დაიპყრეს ჩრდილოეთი აფრიკა, ხოლო 711 წელს დაიპყრეს ესპანეთი.
ომაიანთა საგვარეულო შეცვალა აბასიანთა დინასტიამ (750–1258), რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდათ სპარსელებს. არაბთა პრივილეგიები დავიწყებას მიეცა, სპარსელები კი აღზევდნენ. სატახტო ქალაქი დამასკოდან ერაყის ქალაქ ბაღდადში გადაიტანეს.
ომაიანი ხალიფების სიარედაქტირება
- მუავია I : 661–680
- იაზიდ I : 680–683
- მუავია II : 683–684
- მარვან I : 684–685
- აბდ ალ-მალიქი : 685–705
- ვალიდ I : 705–715
- სულეიმან იბნ აბდ ალ-მალიქი : 715–717
- უმარ II : 717–720
- იაზიდ II : 720–724
- ჰიშამი : 724–743
- ვალიდ II : 743–744
- იაზიდ III : 744
- იბრაჰიმ იბნ ალ-ვალიდი : 744
- მარვან II იბნ მუჰამადი : 744–750
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 523.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ომაიანები დაარქივებული 1997-07-20 საიტზე Wayback Machine.