იაზიდ ბინ აბდ ალ-მალიქი ან იაზიდ II (არაბ. يزيد بن عبد الملك‎; დ. 687 — გ. 26 იანვარი, 724) — ომაიანთა სახალიფოს ხალიფა 720-724 წლებში. ტახტზე ავიდა მისი წინამორბედის, უმარ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

იაზიდ II
يزيد بن عبد الملك
ომაიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 720
მმართ. დასასრული: 724
წინამორბედი: უმარ II
მემკვიდრე: ჰიშამი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 687
გარდ. თარიღი: 26 იანვარი, 724
დინასტია: ომაიანები
მამა: აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანი
დედა: ათიკაჰ ბინთ იაზიდი

721 წლის ივლისში იაზიდ II-მ ბრძანა გაენადგურებინათ ყველა მხატვრული ნამუშევარი სახალიფოს ტერიტორიაზე, რადგან ისლამი კრძალავს ადამიანებისა და ცხოველების გამოსახვას. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ხალიფას ამ ბრძანებამ გარკვეული გავლენა მოახდინა ბიზანტიის იმპერატორ ლეონ III ისავრიელზე, როდესაც მან ხატთაყვანისცემა აკრძალა.

იაზიდ II გარდაიცვალა 724 წლის 26 იანვარს ტუბერკულოზით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Езид // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Язид II ибн Абдул-Малик на «Родоводе». Дерево предков и потомков
  • Muhammad ibn Jarir al-Tabari, History v. 24 "The Empire in Transition, " transl. David Stephan Powers, SUNY, Albany, 1989.
  • Vasiliev A.A. The Iconoclastic Edict of the Caliph Yazid II, A.D. 721 // DOP 9/10 (1956) 23—47.
  • Creswell K.A.C. The Lawfulness of Painting in Early Islam // Ars Islamica 11—12 (1946) 159—66.
წინამორბედი:
უმარ II
ხალიფა
720–724
შემდეგი:
ჰიშამი