ტუბერკულოზი

ინფექციური დაავადება

ტუბერკულოზი (ლათ. tuberculum – ხორკლი) — ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკობაქტერია (ძირითადად Mycobacterium tuberculosis). ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.

ტუბერკულოზი
ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის გულმკერდის რენტგენი
დარგი infectious diseases, პულმონოლოგია Edit this on Wikidata
სიხშირე 0.043—0.045% (სურინამი), 0.00033—0.00053% (ისლანდია), 0.077—0.079% (ეკვადორი), -0.99—1.01% (ნორვეგია), -0.00088—0.00112% (საფრანგეთი), 0.0029% (ამერიკის შეერთებული შტატები), 0.0028%
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 8515
ICD-10 A15.-A19.
ICD-9 010-018
MedlinePlus 000077
eMedicine eMedicine: med/2324
Patient UK ტუბერკულოზი

ტუბერკულოზის გამომწვევი — ტუბერკულოზის მიკობაქტერია (კოხის ჩხირი) უხშირესად ფილტვებს აზიანებს. იგი შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. მშრალ, კარგად განათებულ ადგილებში, მზის სხივების (კერძოდ კი ულტრაიისფერი სხივების) პირდაპირი მოქმედებით ისინი მალე იღუპებიან.

ტუბერკულოზის პრევენცია მოიცავს მაღალი რისკის ჯგუფების გამოვლენას, ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ახალშობილთა ვაქცინაციას. მაღალი რისკის ქვეშ შედიან აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახის წევრები, თანამშრომლები, მეგობრები. მკურნალობა ტარდება რამდენიმე ანტიბიოტიკით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული შტამების რაოდენობა იზრდება, რის გამოც ზოგიერთი ავადმყოფი ავადდება მრავალ ანტიბიოტიკზე რეზისტრენტული ტუბერკულოზით (MDR-TB).

ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით. ახალი შემთხვევები მოსახლეობის 1 %-ში ერთი წლის განმავლობაში. 2014 წელს აქტიური ტუბერკულოზის 9,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1,5 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან 95 % განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო 2015 წლიდან. აზიისა და აფრიკის მოსახლეობის 80 % ტუბერკულოზზე ტესტირებისას დადებით შედეგს აჩვენებს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 5–10 %-ს უდრის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: