უმარ II
უმარ იბნ აბდ ალ-აზიზი ან უმარ II (არაბ. عمر بن عبد العزيز; დ. 682 — გ. 720) — ომაიანთა სახალიფოს ხალიფა 717-720 წლებში. წინამორბედის, სულეიმან იბნ აბდ ალ-მალიქის ძმისა და ხალიფა აბდ ალ-მალიქის შვილის, აბდ ალ-აზიზის ვაჟი. დედის მხრიდან იყო მეორე მართლმორწმუნე ხალიფას, ომარ იბნ ალ-ხატაბის შვილთაშვილი. ხალხის სასარგებლოდ მიმართულმა მისმა რეფორმებმა უკმაყოფილება გამოიწვია ომაიან დიდგვაროვნებში. მათ მოისყიდეს ხალიფას მსახური, რომელმაც მას საჭმელში საწამლავი ჩაუყარა. უმარ II-მ ამის შესახებ სიკვდილის წინ შეიტყო, თუმცა დამნაშავეები შეიწყალა. ხალიფას სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ბიძაშვილი იაზიდ II.
უმარ იბნ აბდ ალ-აზიზი | |
---|---|
عمر بن عبد العزيز | |
ომაიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 717 |
მმართ. დასასრული: | 720 |
წინამორბედი: | სულეიმან იბნ აბდ ალ-მალიქი |
მემკვიდრე: | იაზიდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი, 682 |
დაბ. ადგილი: | მედინა, თანამედროვე საუდის არაბეთი |
გარდ. თარიღი: | თებერვალი, 720 |
გარდ. ადგილი: | ალეპო, სირია |
დინასტია: | ომაიანები |
მამა: | აბდ ალ-აზიზ იბნ მარვანი |
დედა: | უმ ასიმ ლაილა ბინთ ასიმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Muhammad ibn Jarir al-Tabari. The Empire in Transition, v. 24. transl. David Stephan Powers, SUNY, Albany, 1989.
წინამორბედი: სულეიმან იბნ აბდ ალ-მალიქი |
ხალიფა 717–720 |
შემდეგი: იაზიდ II |