მარვან II იბნ მუჰამადი

მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი, მურვან ყრუ ან მურვან II (არაბ. مروان بن محمد بن مروان بن الحكم; დ. 688 — გ. აგვისტო, 750) — ომაიანთა დინასტიის უკანასკნელი ხალიფა, სახალიფოს მართავდა 744-750 წლებში, გარდაცვალებამდე. 734–744 წწ იყო ომაინთა ნაცვალი ამიერკავკასიაში. ომაიანთა მმართველი, რომელიც დამასკოდან მართავდა ქვეყანას. სიჯიუტის გამო არაბები მეტსახელად მარვან-ჯორს ეძახდნენ. სისასტიკისათვის ქართველებმა მურვან-ყრუ, ხოლო სომხებმა მურვან-ბრმა შეარქვეს.

სახალიფო 750 წელს. უილიამ შეფერდის ისტორიული ატლასიდან, 1923. ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის ნებართვით.

მურვანი სახალიფოს მმართველი ხდება მისი ბიძაშვილის ტახტიდან ჩამოგდებისა და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ. ხალიფობამდე იგი აზერბაიჯანის მმართველი იყო. ამ პოსტზე მისი მთავარი წარმატება ხაზარებთან ბრძოლაში გამარჯვება იყო, თუმცა გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაჯდა დანაკარგების გამო და მონაპოვრის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდა.

მისი ხალიფად გახდომის პერიოდში იმპერია დაშლის პირას იყოს მისული. ანტი-უმაიადთა კოალიცია ძლიერდებოდა, განსაკუთრებით ირანსა და ერაყში. შესაბამისად, მურვანის მთელი ძალისხმევა ომაიანთა იმპერიის შენარჩუნება იყო. თუმცა ამის მოხერხება შეუძლებელი აღმოჩნდა. ადრეული გამარჯვებების მიუხედავად ის საბოლოოდ მტკივნეულ დამარცხებას განიცდის აბუ ალ-აბას ალ-საფაჰთან მდ. ზაბთან ბრძოლაში. მხოლოდ ამ ბრძოლაში ომაიანთა ოჯახის 300-ზე მეტი წევრი მოკლეს. ამის შემდეგ მურვანი გამუდმებით თავშესაფრის ძიებაში იყო. თავის გადასარჩენად ეგვიპტეს გაემართა, თუმცა ნილოსთან დაიჭირეს და მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ აბასიანებმა ომაიანთა დინასტიაც ერთიანად ამოწყვიტეს. დინასტიიდან მხოლოდ ერთი მემკვიდრე მეფისწული აბდ არ-რაჰმანი გადარჩა, რომელმაც თავი ესპანეთს შეაფარა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება