აბასიანები, აბასიდები (არაბ. العبّاسيّون) — არაბთა სახალიფოს დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა 750-1258 წლებში. წინასწარმეტყველ მაჰმადის ბიძის, ალ-აბასის შთამომავალნი (აქედან მომდინარეობს დინასტიის სახელწოდება).

აბასიანების სახალიფო 850 წელს
950 წელს აბასიანების მიერ სამხედრო გავლენის დაკარგვის შემდეგ წარმოქმნილი დე'ფაქტო დამოუკიდებელი იმირატები
აბასიდების დროშა

750 წლიდან არაბებს და მათ მიერ დაპყრობილ ხალხებს შორის განხეთქილება დაიწყო. ომაიანები დაამხო აბასიდების დინასტიამ, რომელიც ისლამურ სამყაროს 500 წლის განმავლობაში მართავდა. აბასიდები მუჰამედის ბიძის, აბასის შთამომავლები იყვნენ. პირველი ხალიფის, ალ-მანსურის დროს, დედაქალაქი გადაიტანეს ბაღდადში და მრავალი სპარსული და ბერძნული ტრადიცია გაითავისეს. მათი ყველა განთქმული მმართველი იყო მეხუთე ხალიფა, ჰარუნ არ-რაშიდი. იგი დიდხანს ებრძოდა ბიზანტიის იმპერიას (791-806) და საბოლოოდ გაიმარჯვა. იმპერიის ზოგიერთ რეგიონს დამოუკიდებლობა სურდა, მაგრამ ჰარუნ ალ-რაშიდმა ამ ტალღის შეჩერება შეძლო. მიუხედავად ხშირის ომებისა, ის ყოველთვის ხელს უწყობდა როგორც განათლებასა და ხელოვნებას, ასევე, სპარუსლი, ბერძნული, არაბული და ინდური კულტურების გავრცელებას. ბაღდადი ასტრონობიის, მათემატიკის, გეოგრაფიის, მედიცინის, სამართალმცოდნეობისა და ფილსოფიის მსოფლიო ცენტრი გახდა. „ათას ერთი ღამის“ ზღაპრების მხატვრულ ფონად იქცა ბაღდადის სამეფო კარი, რომლის კითხვა დღესაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. შემდგომი ხალიფების დროს ზოგეირთმა პროვინციამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა ისინი ისლამის, მისის კანონენისა და კულტურის ერთგულებად რჩებოდნენ. აბასიდების ხალიფები თანდათანობით კარგავდნენ ძალაუფლებას და ნომინალურ მმართველებად იქცნენ. მუსლიმური იმპერია დაიშალა საამიროებად, რომელთა ხვედრიც ცვალებადი იყო. მუსლიმურ სამყარო წარმოადგენდა მრავალი განსხვავებული კულტურის მქონე ერთიან ცივილიზაციას.

აბასიანი ხალიფები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Босворт К. Э., Мусульманские династии. М., 1971