აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი
აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი (დ. 721/722 — გ. 754) — აბასიანების დინასტიის პირველი ხალიფა 750–754 წლებში, „სისხლისმღვრელად“ (ალ–საფაჰი) წოდებული. ხელთ იგდო ძალაუფლება აბუ მუსლიმის აჯანყების შედეგად 750 წელს მდინარე ზაბზე ომაიანების საბოლოო განადგურების შემდეგ. აბუ ლ-აბას ალ-საფაჰმა გაჟლიტა ომაიანთა თითქმის მთელი საგვარეულო. 754 წელს თავის რეზიდენცია გადაიტანა ქალაქ ანბარში, მდინარე ევფრატზე.
აბუ ლ-აბას ალ-საფაჰი | |
---|---|
أبو العباس عبد الله السفاح | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 750 |
მმართ. დასასრული: | 754 |
წინამორბედი: | მარვან II იბნ მუჰამადი (ომაიანთა დინასტია) |
მემკვიდრე: | ალ-მანსური |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 721/722 |
გარდ. თარიღი: | 754 |
დინასტია: | აბასიანები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 43–44.
წინამორბედი: მარვან II იბნ მუჰამადი (ომაიანთა დინასტია) |
ხალიფა 750–754 |
შემდეგი: ალ-მანსური |