ალ-მუკთადი (არაბ. المقتدى‎; დ. 1056 — გ. თებერვალი, 1094) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1075-1094 წლებში. მისი მმართველობისას აბასიანებმა დაიბრუნეს მანამდე ფატიმიდების კონტროლირებული წმინდა ქალაქები, რითაც ხაზი გაესვა ისლამურ სამყაროში მათ რელიგიურ უპირატესობას. მის დროს სელჩუკები კვლავ აგრძელებენ ნომინალურად სახალიფოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიების დაპყრობას.

ალ-მუკთადი
المقتدى‎‎‎‎
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 1075
მმართ. დასასრული: 1094
წინამორბედი: ალ-კაიმი
მემკვიდრე: ალ-მუსთაზჰირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1056
გარდ. თარიღი: თებერვალი, 1094
დინასტია: აბასიანები
მამა: მუჰამადი
დედა: ურჯუმანი

ალ-მუკთადი დაქორწინდა სელჩუკთა სულთან მელიქ-შაჰის ქალიშვილზე. შესაძლოა მას იმედი ჰქონდა, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ვაჟი გახდებოდა სულთანიც და ხალიფაც, თუმცა ქორწინება წარუმატებელი გამოდგა, რამაც გამოიწვია მელიქ-შაჰის მიერ სახალიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. 1092 წელს მან ხალიფას დამხობა სცადა, თუმცა ავად გახდა და გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება

(2007) [bukharapiter.ru Аль-Муктади Биамриллах (467/1075-487/1094)]. М., გვ. 445. ISBN 5-94824-111-4. 

წინამორბედი:
ალ-კაიმი
ხალიფა
1075-1094
შემდეგი:
ალ-მუსთაზჰირი