ალ-მუჰთადი (არაბ. المهتدي‎; დ. უცნობია — გ. 21 ივნისი, 870) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 869-870 წლებში, „სამარის ანარქიის” დროს.

ალ-მუჰთადი
المهتدي‎‎‎
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 869
მმართ. დასასრული: 870
წინამორბედი: ალ-მუთაზი
მემკვიდრე: ალ-მუთამიდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ?
გარდ. თარიღი: 21 ივნისი, 870
დინასტია: აბასიანები

ალ-მუთაზის გარდაცვალების შემდეგ თურქებმა ახალ ხალიფად აირჩიეს მისი ბიძაშვილი, ალ-მუჰთადი, ხალიფა ალ-ვასიკის ვაჟი. ალ-მუჰთადს აღმოაჩნდა მრავალი დადებითი და სახელმწიფოს სამართავად აუცილებელი თვისება, რითიც გამოირჩეოდა მის წინამორბედ ხალიფებში. მისი ადრე გამეფების შემთხვევაში, შესაძლოა, მას სახალიფოსათვის ძველი დიდება დაებრუნებინა, თუმცა მისი მმართველობისათვის თურქებს უკვე მასზე მეტი ძალაუფლება ჰქონდათ.

მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში, რომელიც წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, ალ-მუჰთადმა რამდენიმე სასიკეთო ცვლილების განხორციელება მოასწრო, თუმცა 870 წლის 21 ივნისს თურქებთან დაპირისპირების გამო მოკლეს. არაბი მწერლები ქებით მოიხსენიებენ ალ-მუჰთადს და ხაზს უსვამენ მის სამართლიანობას. რომ არა მისი ასეთი ხანმოკლე მმართველობა, შესაძლოა იგი საუკეთესო აბასიან ხალიფებს შორისაც მოხვედრილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
წინამორბედი:
ალ-მუთაზი
ხალიფა
869-870
შემდეგი:
ალ-მუთამიდი