ალ-მუთაზი
ალ-მუთაზი (არაბ. المعتز; დ. 847 — გ. ივლისი/აგვისტო 869) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 866-869 წლებში, „სამარის ანარქიის” დროს. ტახტზე ავიდა თურქების მხარდაჭერით 19 წლის ასაკში, რის მიხედვითაც იგი ყველაზე ახალგაზრდა აბასიან ხალიფად ითვლება.[1] მის ირგვლივ არსებობდა მრავალი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდა არეულობისათვის. ალ-მუთაზის მმართველობა გამოირჩევა სისასტიკითა და ტერორით. მან სიკვდილით დასაჯა წინამორბედი ხალიფა ალ-მუსთაინი მიცემული უსაფრთხოების გარანტიის მიუხედავად, ასევე საკუთარი ძმა ალ-მუეიიადი, რომელიც მის შემდეგ ტახტის ყველაზე რეალურ მემკვიდრედ ითვლებოდა, მეორე ძმა აბუ აჰმედი კი დააპატიმრა, ხოლო როდესაც თურქებმა მისი გათავისუფლება სცადეს მოაკვლევინა, მოგვიანებით კი ეს ბუნებრივ სიკვდილად გამოაცხადა.
ალ-მუთაზი | |
---|---|
المعتز | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 866 |
მმართ. დასასრული: | 869 |
წინამორბედი: | ალ-მუსთაინი |
მემკვიდრე: | ალ-მუჰთადი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 847 |
გარდ. თარიღი: | ივლისი/აგვისტო 869 |
დინასტია: | აბასიანები |
მამა: | ალ-მუთავაქილი |
რელიგია: | ისლამი |
შემოსავლები უაზროდ იფლანგებოდა, ჯარისკაცები კი ანაზღაურებას ფაქტობრივად არ იღებდნენ, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. 869 წელს ალ-მუთაზი დაამხეს და მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
სქოლიო
რედაქტირება- ↑ History of the Arabs by Philip K Hitti
წინამორბედი: ალ-მუსთაინი |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 866-869 |
შემდეგი: ალ-მუჰთადი |