ალ-მუკთაფი (არაბ. المقتفي لأمر الله; დ. 1096 — გ. 12 მარტი, 1160) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1136-1160 წლებში. მისი წინამორბედის, არ-რაშიდის ბიძა. ხალიფა გახდა თურქ-სელჩუკების მიერ მისი დისშვილის გადაყენების შემდეგ 41 წლის ასაკში. თავდაპირველად წარმატებით ახერხებდა ბაღდადის დაცვას სხვადასხვა თავდასხმისაგან, თუმცა სელჩუკთა სულთნის ვაჟის მამის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობაში წაქეზების გამო თურქები ბაღდადში შეიჭრნენ. ხალიფამ თავი ქალაქის აღმოსავლეთ კვარტალს შეაფარა. მოგვიანებით ალ-მუკთაფმა შეძლო თურქების ნდობის დაბრუნება. მას ისტორიკოსები ახასიათებენ, როგორც გაბედულ პიროვნებას. გარდაიცვალა 1160 წლის 12 მარტს, მანამდე კი მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი შვილი ალ-მუსთანჯიდი.

ალ-მუკთაფი
المقتفي لأمر الله‎‎‎‎‎‎

ალ-მუკთაფის ოქროს მონეტა
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 1136
მმართ. დასასრული: 1160
წინამორბედი: არ-რაშიდი
მემკვიდრე: ალ-მუსთანჯიდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1096
გარდ. თარიღი: 12 მარტი, 1160
დინასტია: აბასიანები

ლიტერატურა რედაქტირება

  • William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
  • Али-заде А. Аль-Муктафи Лиамриллах (530/113-555/1160) // Хроника мусульманских государств. — М.: Умма, 2007. — 445 с. — ISBN 5-94824-111-4.
წინამორბედი:
არ-რაშიდი
ხალიფა
1136-1160
შემდეგი:
ალ-მუსთანჯიდი