ატ-ტაი
აბუ ბაქრ აბდულ კარიმ ატ-ტაი (არაბ. أبو بكر عبد الكريم الطائع; დ. 932 — გ. 3 აგვისტო, 1003) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 974–991 წლებში.
ატ-ტაი | |
---|---|
الطائع بالله | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 974 |
მმართ. დასასრული: | 991 |
წინამორბედი: | ალ-მუტი |
მემკვიდრე: | ალ-კადირი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 932 |
გარდ. თარიღი: | 3 აგვისტო, 1003 |
დინასტია: | აბასიანები |
მამა: | ალ-მუტი |
დედა: | ჰეზარი |
ატ-ტაი დაიბადა 932 წელს. მისი მამა იყო ხალიფა ალ-მუტი, დედა კი მხევალი ჰეზარი. 974 წელს, როდესაც ატ-ტაი 43 წლის იყო, მამამისი ტახტიდან გადადგა მის სასარგებლოდ.[1]
ატ-ტაის, ისევე, როგორც მამამისის მმართველობისას, აბასიანთა პრესტიჟი იმდენად დაეცა, რომ 991 წელს უკმაყოფილო ბრბომ ხალიფას სასახლეც კი გაძარცვა. საბოლოოდ ატ-ტაი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო ალ-კადირის სასარგებლოდ, თუმცა უფლება მისცეს სასახლეში დარჩენილიყო, სადაც გარდაიცვალა კიდევაც 1003 წელს.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Али-заде А. Аль-Мутиу Лиллах аль-Фадл ибн Джафар аль-Муктадир (334/946-363/974) // Хроника мусульманских государств. — М.: Умма, 2007. — 445 с. — ISBN 5-94824-111-4.
- ↑ Рыжов К.В. Аббасиды // Все монархи мира. Мусульманский Восток VII-XV вв. — М.: Вече, 2004. — 544 с.: ил с.
წინამორბედი: ალ-მუტი |
ხალიფა 974-991 |
შემდეგი: ალ-კადირი |