ალ-კადირი
ალ-კადირი (არაბ. القادر; დ. 947 — გ. 29 ნოემბერი, 1031) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 991–1031 წლებში. ალ-მუკთადირის შვილიშვილი. ხალიფად აირჩიეს მისი ბიძაშვილის, ატ-ტაის დამხობის შემდეგ.
ალ-კადირი | |
---|---|
القادر | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 991 |
მმართ. დასასრული: | 1031 |
წინამორბედი: | ატ-ტაი |
მემკვიდრე: | ალ-კაიმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 947 |
დაბ. ადგილი: | ბაღდადი |
გარდ. თარიღი: | 29 ნოემბერი, 1031 |
დინასტია: | აბასიანები |
ალ-კადირს ახასიათებენ, როგორც კეთილ, რელიგიურ და სათნო ადამიანს.[1] მან თავისი მმართველობის 40 წლის განმავლობაში შეძლო გარკვეულწილად დაებრუნებინა აბასიანთა სახალიფოსათვის წარსული ბრწყინვალება.[2] მისი მმართველობის პერიოდში აბასიანთა სახალიფოს ღაზნევიდების სახელმწიფოსთან რამდენიმე კონფლიქტი ჰქონდა. აღსანიშნავია, ასევე, ხალიფას მიერ შიიზმის წინააღმდეგ სუნიზმის განსამტკიცებლად გატარებული ღონისძიებები, მათ შორის 1011 წლის „ბაღდადის მანიფესტი“.
ალ-კადირი გარდაიცვალა 1031 წელს ბაღდადში 87 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Али-заде А. (2007). Аль-Кадир Биллах Ахмад ибн Исхак Шбн аль-Муктадир (381/992-422/1031). М. ISBN 5-94824-111-4.
- Рыжов К.В. (2004). Аббасиды. М.
სქოლიო
რედაქტირებაწინამორბედი: ატ-ტაი |
ხალიფა 991-1031 |
შემდეგი: ალ-კაიმი |