შიიზმი, შიიტობა (არაბ. شيعة علي ში`ათ `ლი; ში`ა, ში, ალიდები) — პოლიტიკური მიმართულება ისლამში. მუსლიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მუჰამადის შემდეგ უმათის ხელმძღვანელობა უნდა გადასცემოდა `ალის და არა აბუ ბაქრის. საბოლოოდ მაინც მიაღწიეს გამარჯვებას და `ალი ხალიფად აირჩიეს, თუმცა ამას მოჰყვა მუ`ავიას აჯანყება და ხარიჯიტების გამოყოფა.

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

განასხვავებენ რამდენიმე მიმდინარეობას – 'ითნა აშრიათი (თორმეტეულები), ზეიდიტები (ხუთეული), ისმაილიტები, ღულათი (თავის მხრივ ალავიტები, აჰლულ–ჰაყი, ღურაბიათი, ქასანიათი, დამიათი და დრუზები).

ეტიმოლოგია რედაქტირება

 
დუ 'ლ-ფაყარი, ხმალი რომელიც მუჰამადმა გადასცა ალის ბადრის ბრძოლის წინ, ჩვეულებრივ გამოსახავენ როგორც შამშირს ორადგაყოფილი ბოლოთი

სახელწოდება ში`ათ `ალი მომდინარეობს არაბული ში`ათ (პარტია, პოლიტიკური დაჯგუფება) და პირველი იმამი `ალის სახელიდან. კლასიკურ არაბულში ში`ათ ატარებდა პოლიტიკური დაჯგუფების მნიშვნელობას, ხოლო ჰიზბ, რაც დღეს ატარებს იგივე მნიშვნელობას, საერთოდ ყოველგვარი დაჯგუფების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. "ში`ათ"–ისთვის თანამედროვე მნიშვნელობის მინიჭებას მიაწერენ თორმეტეულთა, ისმაილიტთა და დრუზების მეექვსე იმამს, ჯა`ფარ ას–სადიყ იბნ მუჰამადს.

იდეა და რწმენა რედაქტირება

მიუხედავად საერთო საფუძვლებისა, დღესდღეობით უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის. შიიტებს აქვთ ორი ფიყჰის მიმართულება - ზაიდიათი და ჯა`ფარიათი. აღსანიშნავია, რომ ზაიდიათსა და სუნიტური ფიყჰის მიმართულებებს შორის განსხვავება ძალიან მცირეა, ხოლო ჯა`ფარიათის შემთხვევაში იგი მეტია. მაგალითად: ჯა`ფარიათის მიხედვით იჯთიჰადის კარიბჭე ღიაა.

მუჰამადის მემკვიდრეობის საკითხი რედაქტირება

`ალი იყო მუჰამადის აღმზრდელი ბიძის, აბუ ტალიბის ვაჟი და პირველი მამაკაცი, რომელმაც მუჰამადის სამოციქულო მისიის ირწმუნა. 632 წელს, მუჰამადის გარდაცვალებისას, როდესაც `ალი და მისი ნათესავები მუჰამადს გლოვობდნენ, `ა'იშამ მოაწყო საიდუმლო კრება, რომელსაც მეთაურობდნენ აბუ ბაქრი, `უმარი და `უსმანი. მათ ხალიფად გამოაცხადეს აბუ ბაქრი, რამაც `ალის გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა აბუ ბაქრს, რადგან უმათის ერთიანობის დარღვევა არ სურდა. 656 წელს ხალიფა `უსმანის მკვლელობის შემდეგ, `ალი გახდა ხალიფა. `ალის მოწინააღმდეგეები მყისვე დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი `ალიმ დაამარცხა ბასრასთან. მუ`ავიამ შეაგროვა შამის (სირია) ლაშქარი, თავის მხრივ ალიმაც შეკრიბა ჯარი და ერთმანეთს შეხვდნენ თანამედროვე ერაყისა და სირიის საზღვარზე. მუ`ავიამ მოლაპარაკება მოინდომა, რასაც დათანხმდა `ალი – ხოლო `ალის მოლაშქრეთა ნაწილმა ეს ღალატად ჩაუთვალა და განუდგა, მათგან ჩამოყალიბდა ხარიჯიტების მიმდინარეობა, რომლის ყველა წევრმაც დადო ფიცი სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვისაც კი ხელი ერია უმათის განხეთქილებაში. 661 წელს (ჰიჯრის შემდეგ 40 წელი), რამადანის 19–ს, სალათ ალ–ფაჯრისას იგი მოწამლული ხმლით სასიკვდილოდ დაჭრა სამმა ხარიჯიტმა – აბდ 'ლ-რაჰმან იბნ მულჯამმა და ორმა მისმა თანამოაზრემ, რომლებმაც მიმალვა მოასწრეს. ორ დღეში `ალი საწამლავისგან გარდაიცვალა, ხოლო იბნ მულჯამი მოგვიანებით დასაჯეს. `ალი დაკრძალეს იქვე და მისი აკლდამის გარშემო ააგეს ჯერ მეჩეთი, შემდეგ კი გაშენდა წმიდა ქალაქთაგან ერთ–ერთი, ნაჯაფი.

ალის მემკვიდრეობის საკითხი რედაქტირება

`ალი, რადგან მუსლიმთა საბჭო ხალიფის ასარჩევად არ შედგა, დე იურე ჩაანაცვლა მისმა უფროსმა ვაჟმა, მეორე იმამმა და მეხუთე მართლმორწმუნე ხალიფამ ჰასან იბნ `ალიმ, მაგრამ ფაქტობრივი ძალაუფლება მუ`ავიას ხელში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰასან იბნ `ალი სრულიად არაამბიციური პიროვნება იყო, მუავიამ ჰიჯრის 50 (669) წელს მაინც მოაწამვლინა იგი, რათა მის ვაჟს, იაზიდს ძალაუფლების მოცილე არ ჰყოლოდა. მაგრამ ამჯერად ჰასანი ჩაანაცვლა მისმა ძმამ, ბევრად ამბიციურმა, გამჭრიახმა და მამაცმა პიროვნებამ, ჰუსაინ იბნ `ალიმ. ჰუსაინმა შეკრიბა ასიოდე თავისი მომხრე და გაემართა ქუფისაკენ (სამხრეთ ერაყი), სადაც `ალის მომხრეები იყვნენ გამაგრებული. მაგრამ 61 წლის ათ მუჰარამს ქარბალასთან მას ჩაუსაფრდა სირიელთა ლაშქარი (ზოგი ცნობით 20 000, ზოგი ცნობით 7000 მეომარი) და ბრძოლაში მოკლეს ჰუსაინი, მისი მხლებლები და სირიელთა ლაშქრიდან ჰუსაინის მხარეს გადასული მებრძოლები (მაგ: ჰურ იბნ იაზიდ არ–რიათი). ჰუსაინს თავი მოჰკვეთეს და წაიღეს აშ–შამში (დამასკო).

იმამთა ხელისუფლება რედაქტირება

უსულ ალ–'იმან და ფურუ` ად–დინ რედაქტირება

ისლამური რწმენით, არსებობს ხუთი უსულ ალ–'იმან (أصول الإيمن; ან უსულ ად–დინ – أصول الدين რწმენის საფუძვლები) და ათი ფურუ` ად–დინ (فروع الدین; რწმენის გამოხატულება).

რწმენის საფუძვლები რედაქტირება

თავჰიდი რედაქტირება

არაბ. توحيد; ისლამის ერთ–ერთი ძირითადი პინციპი, მონოთეიზმი, ღვთის თანაზიართა და თანასწორთა გამორიცხვა (უარყოფა).

`ადალათი რედაქტირება

არაბ. عدالة; სამართლიანობა, სიმართლე. შიიტური რწმენით, უსამართლობა, ბოროტი საქმეები და ცოდვები იწვევს ღვთის რისხვას, ამიტომაც რწმენის ერთ–ერთ საფუძვლად მიღებულია სამართლიანობა. "სამართლიანი ადამიანი არც შეეცდება მოჰკლას, არც შეცდება დაჩაგროს, არც შეეცდება წაართვას, არც სხვა ცოდვისკენ მიიდრიკება" – ჯა`ფარ ას–სადიყი, შიიტთა მეექვსე იმამი.

ნაბუვათი რედაქტირება

არაბ. نبوة‎; ღვთის მიერ გამოგზავნილ წინასწარმეტყველთა რწმენა და მათი პატივისცემა. ნუბუვათი შეიცავს ასევე სალავათის დამატებას წინასწარმეტყველთა და იმამთა სახელებზე, ასევე რწმენას რომ მუჰამადი იყო მოციქულთა ბეჭედი.

იმამათი რედაქტირება

იმამთა, როგორ მუჰამადის კანონიერ მემკვიდრეთა მიღება და ლოდინი მაჰდისა.

იაუმ ალ–ყიამათი რედაქტირება

არაბ. يوم القيامة; დღე აღდგენის [გარდაცვლილებისა], ან يوم الدين‎; დღე სამსჯავროსი, დღე რწმენის [გამოცდისა], ასევე السعة; საათი [გარდაუვალი]. რწმენა უკანასკნელ, სამსჯავროს დღეში, როცა მასიჰ ად–დაჯალი დამარცხდება და დედამიწაზე დაიდგმება ღვთის ტახტი, იგი განსჯის ადამიანებს, ვერავინ შეძლებს მოტყუებას, რადგან მათ თავისი სხეულის ის ნაწილი გასცემს, რითაც შესცოდა (მაგ: მპარავთ – ხელები, გემოთმოყვარეთ – პირი, მრუშებს – სასქესო ორგანოები და ა.შ.). ასევე, ამ საფუძველს მიეთვლება ყოველი ესქატოლოგიური წარმოდგენა – მაგ: მალაქათი(არაბ. ملائكة; ანგელოზნი.) რწმენა ანგელოზების, როგორც ღვთის ნების აღმასრულებლებისა და მისი ერთგული მსახურების არსებობაში. ღაიბათი (არაბ.غيبة თვალს მიფარება) მეთორმეტე იმამის არსებობის რწმენა და მისი მოიმედება. ქუთუბი (არაბ. الكتب; წიგნები, წერილები.) ღვთის მიერ გადმოვლენილ წერილების რწმენა და მათი პატივისცემა.

რწმენის გამოხატულებანი რედაქტირება

გარდა რწმენის საფუძვლებისა, არსებობს რწმენის გამოხატულებანი, რომელიც მუსლიმების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და განსაზღვრავს კიდეც მას.

'იმანი რედაქტირება

არაბ إيمان‎‎; დარწმუნება უსულ ალ–'იმანსა და მათში ეჭვის შეუტანლობა.

სალათი რედაქტირება

არაბ. صلاة; ლოცვა. ხუთჯერადი სარიტუალო ლოცვა დღის განმავლობაში კონკრეტულ დროზე.

საუმი რედაქტირება

არაბ. صوم; მარხვა რამადანის თვეში. მარხვა გრძელდება მზის ამოსვლიდან (როსედაც უკვე შესაძლებელი ხდება გაარჩიო თეთრი ძაფი შავისაგან) მზის ჩასვლამდე (როდესაც იგივე მოქმედება შეუძლებელი ხდება), ასევე მარხულობენ მუჰარამის პირველ ცხრა დღეს, დაშვებულია ნებაყოფლობითი მარხვა ნებისმიერ დროს გარდა `აიდ 'ლ-ფიტრისა.

ჰაჯი რედაქტირება

არაბ. حج; მექისა და მედინის მოლოცვა, ასევე არსებობს დიდი ჰაჯი, როდესაც მორწმუნემ უნდა მოილოცოს შემდეგი ქალაქები: მექა, მედინა, იერუსალიმი, ნაჯაფი, ქარბალა, ყუმი და მეშჰედი.

ზაქიათი რედაქტირება

არაბ. زكاة‎; გადასახადი, რომელსაც მორწმუნე იხდის უმწეოთა და უპოვართა სასარგებლოდ. ასევე ამ გადასახადში შედის ხუმსი (არაბ. خمس; ერთი მეხუთედი გადასახადი ღანიმადან (არაბ. غَنيمَة; გულისხმობს დიდ საშოვარს, ასევე საომარ ალაფს, დავლას).

ჯიჰადი რედაქტირება

(არაბ. جهد;) მოქმედება (ბრძოლაც) ღვთის საამებლად. არსებობს სხვადასხვა ჯიჰადები – მაგ: დიდი ჯიჰადი, სულის განსამტკიცებლად ბრძოლა, სიტყვის ჯიჰადი – ისლამის გავრცელება სიტყვით, მისიონერობა, ცოდნის ჯიჰადი – მეცნიერი, რომელიც სწავლობს ისლამს და მონაწილეობს თეოლოგიურ კამათებში, მცირე ჯიჰადი – ფიზიკური ბრძოლა ისლამისთვის, ასევე გამოჰყოფენ ქალთა ჯიჰადს – ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ისლამური რწმენით.

ამრ ბი ალ–მა`რუფი რედაქტირება

არაბ. امر بالمعروف; სიკეთის თესვა; სამართლიანობის მხარდაჭერა.

ნაჰი `ან ალ–მუნქარი რედაქტირება

არაბ. نهي عن المنكر; ბოროტის და უსამართლობის უარყოფა, ხელისშეშლა და წინააღმდეგობის გაწევა.

თავალა რედაქტირება

არაბ. تولّى‎; მუჰამადის სახლეულის პატივისცემა.

თაბარა' რედაქტირება

არაბ. تبرأ; მუჰამადის სახლეულის მოწინააღმდეგეთაგან თავის შორს დაჭერა.

ლიტერატურა რედაქტირება