არ-რაშიდი (არაბ. الراشد; დ. 1109 — გ. 6 ივნისი, 1138) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1135-1136 წლებში. ცდილობდა თურქ-სელჩუკებისაგან დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა. მან უარი განუცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სულთნის წარმომადგენელს, რომელმაც მას 400 000 დინარის გადახდა მოსთხოვა, რის გადახდასაც მამამისი, ალ-მუსთარშიდი, ტყვეობაში ყოფნისას დასთანხმდა. საპასუხოდ სულთნის ჯარი ბაღდადში შეიჭრა. 1136 წელს არ-რაშიდი გადააყენეს. ახალი ხალიფა მისი ბიძა ალ-მუკთაფი გახდა. არ-რაშიდი ისპაანში გაიქცა, სადაც იგი 1138 წლის 6 ივნისს ასასინებმა მოკლეს.

არ-რაშიდი
الراشد‎‎‎‎‎
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 1135
მმართ. დასასრული: 1136
წინამორბედი: ალ-მუსთარშიდი
მემკვიდრე: ალ-მუკთაფი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1109
გარდ. თარიღი: 6 ივნისი, 1138
გარდ. ადგილი: ისპაანი
დინასტია: აბასიანები

ლიტერატურა

რედაქტირება
  • William Muir, The Caliphate: Its Rise, Decline, and Fall.
  • Али-заде А. Ар-Рашид Биллах (529/1135-530/1136) // Хроника мусульманских государств. — М.: Умма, 2007. — 445 с. — ISBN 5-94824-111-4.
  • Рыжов К.В. Аббасиды // Все монархи мира. Мусульманский Восток VII-XV вв. — М.: Вече, 2004. — 544 с.: ил с.
წინამორბედი:
ალ-მუსთარშიდი
ხალიფა
1135-1136
შემდეგი:
ალ-მუკთაფი