ალ-ნასირ ლი-დინ ალლაჰი (არაბ. الناصر لدين الله; დ. 1158 — გ. 2/6 ოქტომბერი, 1225) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 1180-1225 წლებში. მისი წინამორბედის, ალ-მუსთადის ვაჟი. მან სცადა აღედგინა სახალიფოს პირვანდელი დომინანტური როლი და ამ საქმეში საოცარ წარმატებებს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ სახალიფო, ფაქტობრივად, უკვე დიდი ხნის განმავლობაში სხვა დინასტიებს ექვემდებარებოდა. ალ-ნასირმა საკუთარი გავლენა გაავრცელა არა მხოლოდ სახალიფოს დედაქალაქ ბაღდადზე, არამედ შუამდინარეთსა და სპარსეთზეც, ამიტომ ისტორიკოსები მას უკანასკნელ ეფექტურ აბასიან ხალიფად მიიჩნევენ. მისი ხანგრძლივი, 45 წლიანი მმართველობის განმავლობაში, ბაღდადში სიმშვიდე დამყარდა, სწავლა-განათლება და კულტურული ცხოვრება კი გამოცოცხლდა.

ალ-ნასირ ლი-დინ ალლაჰი
الناصر لدين الله‎‎‎‎‎‎
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 1180
მმართ. დასასრული: 1225
წინამორბედი: ალ-მუსთადი
მემკვიდრე: აზ-ზაჰირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1158
გარდ. თარიღი: 2/6 ოქტომბერი, 1225
დინასტია: აბასიანები

სიცოცხლის უკანასკნელი სამი წელი ალ-ნასირი პარალიზებული და თითქმის ბრმა იყო, გარადცვალებამდე ოცი დღის განმავლობაში კი დიზენტერიით იტანჯებოდა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ʻIzz al-Dīn Ibn al-Athīr, Years 589-629/1193-1231: The Ayyūbids After Saladin and the Mongol Menace, 260.
წინამორბედი:
ალ-მუსთადი
ხალიფა
1180-1225
შემდეგი:
აზ-ზაჰირი