ალ-მამუნი
აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ-მამუნი (დ. 15 სექტემბერი, 786[1] — გ. 9 აგვისტო, 833) — აბასიანთა დინასტიის ხალიფა 813–833 წლებში. ჰარუნ არ-რაშიდის ძე. 809–813 წლებში იყო ხორასნის გამგებელი. ეყრდნობოდა ირანის ფეოდალებს. აწარმოებდა ომებს ბიზანტიის წინააღმდეგ. დიდ ყურადღებას აქცევდა მეცნიერების განვითარებასა და მთარგმნელობით მუშაობას. ამ საქმიანობის ცენტრი იყო ბაღდადში მის მიერ დაარსებული „სიბრძნის სახლი.“ მის დროს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მუთაზილობა.
აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ-მამუნი | |
---|---|
عبد الله بن هارون الرشيد المأمون | |
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 813 |
მმართ. დასასრული: | 833 |
წინამორბედი: | ალ-ამინი |
მემკვიდრე: | ალ-მუთასიმი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 786 |
გარდ. თარიღი: | 9 აგვისტო, 833 |
დინასტია: | აბასიანები |
მამა: | ჰარუნ არ-რაშიდი |
რელიგია: | ისლამი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 400.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ al-Ma'mun, M. Rekaya, The Encyclopaedia of Islam, Vol VI, ed. C.E. Bosworth, E. van Donzel, B. Lewis and C. Pellatt, (Brill, 1991), 331.
წინამორბედი: ალ-ამინი |
ხალიფა 813-833 |
შემდეგი: ალ-მუთასიმი |