აბუ მანსურ მუჰამად ალ-კაჰირ ბილაჰი (არაბ. أبو منصور محمد القاهر بالله; ჩვეულებრივ ცნობილია, როგორც ალ-კაჰირ ბილაჰი (არაბ. القاهر بالله‎ — „ღვთის ნებით გამარჯვებული”); დ. 899 — გ. 950) — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა ბაღდადში 932-934 წლებში.

აბუ მანსურ მუჰამად ალ-კაჰირ ბილაჰი
أبو منصور محمد القاهر بالله

ალ-კაჰირის ოქროს მონეტა
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 932
მმართ. დასასრული: 934
წინამორბედი: ალ-მუკთადირი
მემკვიდრე: არ-რადი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 899
გარდ. თარიღი: 950
დინასტია: აბასიანები
რელიგია: ისლამი

წინა ხალიფას, ალ-მუკთადირის სიკვდილისთანავე, დიდებულებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ მისი ვაჟიშვილი მამის სიკვდილისათვის შურს იძიებდა, ახალ ხალიფად ალ-მუკთადირის ძმა, ალ-კაჰირი აირჩიეს, მაგრამ ის მის წინამორბედზე უარესი მმართველი აღმოჩნდა. საკუთარ ღვთაებრივობაში დარწმუნებული სახალიფოს დიდი სისასტიკით მართავდა. წამებით დაახოცინა ალ-მუკთადირის დედა და შვილები. საბოლოოდ, 934 წელს შეთქმულებმა დაამხეს, თვალები დასთხარეს და დააპატიმრეს, თუმცა თერთმეტი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. გარდაიცვალა 950 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
წინამორბედი:
ალ-მუკთადირი
აბასიანთა სახალიფოს ხალიფა
932-934
შემდეგი:
არ-რადი