ანდორა
ანდორა (ოფიციალურად — ანდორის სამთავრო) — ჯუჯა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში; საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.
ანდორის სამთავრო Principat d'Andorra ანდორა |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Virtus Unita Fortior | ||||||
ჰიმნი: El Gran Carlemany, Mon pare |
||||||
![]() |
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ანდორა-ლა-ველა 42°30′ ჩ. გ. 1°31′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 1.517° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | კატალანური[1] | |||||
მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია | |||||
- | თავადი | ემანუელ მაკრონი | ||||
- | თავადი | ჟოან ენრიკ ვივეს სისილია | ||||
- | მთავრობის თავმჯდომარე | ალბერ პინტა | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჟაუმე ბარტუმეუ | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 468 კმ2 (193-ე) | ||||
- | წყალი (%) | 0.26[2][3] | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასებით | 78 115[4] | ||||
- | 2006 აღწერა | 85 458 | ||||
- | სიმჭიდროვე | 179,8 კაცი/კმ2 (71-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $4,22 მილიარდი (155-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $44 900 (9) | ||||
აგი | 0.838 (32) | |||||
ვალუტა | ევრო (EUR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | AND | |||||
Internet TLD | .ad | |||||
სატელეფონო კოდი | 376 |
სახელწოდება რედაქტირება
ოფიციალური — ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად); Andorra, Principado de Andorra (ესპანურად); Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად). ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.
ისტორია რედაქტირება
დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.
გეოგრაფია რედაქტირება
ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი - 450 კმ².
სახელმწიფო რედაქტირება
სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (François Hollande, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).
დემოგრაფია რედაქტირება
მოსახლეობა - 71,8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები - 43 %, ანდორელები - 33 %, ფრანგები - 7 %. სახელმწიფო ენა - კატალანური. გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).
ეკონომიკა რედაქტირება
თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა - ევრო (EUR).
მემკვიდრეობა რედაქტირება
II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - „ველების სახლი“.
ცნობილი ანდორელები რედაქტირება
ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Constitution of Andorra (Article 2.1)
- ↑ Girard P & Gomez P (2009), Lacs des Pyrénées: Andorre. (ფრანგული)
- ↑ Andorra en xifres 2007: Situació geogràfica, Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.
- ↑ Dades de població any 2009: 1- Població per parròquies al 31 de desembre del 2011, Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.