კონტინენტური კლიმატი

კონტინენტური კლიმატიკლიმატი, რომელიც ხასიათდება ტემპერატურის მნიშვნელოვანი წლიური ცვალებადობით, რაც გამოწვეულია სიახლოვეს წყლის მნიშვნელოვანი სივრცის არარსებობით. ხშირად, ზამთრის ტემპერატურა საკმარისად დაბალია იმისთვის, რომ თოვლი გამოიწვიოს. ნალექების შედარებით მოკრძალებული რაოდენობა ახასიათებს ზაფხულს. მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისები, რისი მაგალითიცაა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონები, სადაც ნაჩვენებია ნალექების თანაბარი განაწილება: ასეთ შემთხვევას ნოტიო კონტინენტურ კლიმატს უწოდებენ, თუმცა ასევე არსებობს მშრალი კონტინენტური კლიმატიც. კონტინენტური კლიმატი წარმოდგენილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კონტინენტების რეგიონებში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა[1] და აზიაში), ასევე ზღვის დონიდან ძალიან მაღლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კონტინენტური კლიმატის გავრცელების არეალი მსოფლიოში

ეკოსისტემები

რედაქტირება

კონტინენტური კლიმატის მქონე რეგიონებს როგორც წესი აქვთ ტყეც და დაბალბუჩქნარიანი პრერიები, როგორც რელიეფის ბუნებრივი დამცველი. ამ რეგიონებში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მიწები მთელს მსოფლიოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Continental Climate. Encyclopedia of the Atmospheric Environment. Manchester Metropolitan University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-27. ციტირების თარიღი: 2013-01-26.