სამთავრო
სამთავრო, მონარქიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის სათავეში დგას მთავარი. განსაკუთრებით დამახასიათებელია ფეოდალური დაქუცმამაცებულობის პერიოდისათვის.
შუა საუკუნეების საქართველოში, სამთავრო ეწოდებოდა მთავარის საგამგებლო ტერიტორიას.
- სახელმწიფო მოხელეების (სპასპეტი, ერისთავი, სპასალარი და სხვა) საგამგებლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები;
- მცირე და დიდი სენიორები (VI—VIII საუკუნეებში — ქართველთა საერისთავო; VIII — X საუკუნეებში — კახთა საქორეპისკოპოსო, ჰერთა სამეფო, იბერთა საკურაპალატო, სხვადასხვა საუფლო-სამამფლო-სამეფოები; XIII — XVIII საუკუნეებში — სამცხე-საათაბაგო, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის სამთავროები).
საქართველოს მონარქიის სამოხელეო სამთავროები (საერისთავო ქვეყნები), იშვიათად კი სამამულე სამფლობელოებიც XV — XVIII საუკუნეებში გადაიქცნენ სენიორია-სამთავროებად და სახელმწიფო სამთავროებად (ოდიშის, სვანთა, აფხაზთა საერისთავოები, სამცხე-საათაბაგო. ზოგჯერ სამოხელეო სამთავროები სათავადო- სამამულე სმფლობელო ხდებოდა (მაგ., ქსნისა და არაგვის საერისთავოები).
ლიტერატურარედაქტირება
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 10.