აბსოლუტური სიმაღლე
აბსოლუტური სიმაღლე — დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით. ოკეანეებისა და ზღვების დონეთა ცვალებადობის გამო სიმაღლე აითვლება ოკეანის ან ზღვის დონებრივი ზედაპირის ფიქსირებული სიმაღლის ნიშნიდან.
- მსოფლიოს ზედაპირის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 8848 მ-ია (ევერესტი)
- მსოფლიოს ყველაზე დაბალი ადგილის სიმაღლე –422 მ (მკვდარი ზღვის სანაპირო)
საბჭოთა კავშირის დროს აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ კრონშტადტის სასიმაღლო ლარტყის — ფუტშტოკის ნულიდან.
ადრე საქართველოსა და ამიერკავკასიაში აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ შავი ზღვის დონიდან (ფოთის ფუტშტოკის ნული).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 40.