ვიშის რეჟიმი
ვიშის რეჟიმი (ფრანგ. Régime de Vichy), ვიშის საფრანგეთი ან ვიშის მთავრობა — 1940 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე არსებული საფრანგეთის მთავრობა. ვიშის რეჟიმის წინ არსებობდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, ხოლო მის შემდგომ იყო დროებითი მთავრობა. ვიშის რეჟიმის შექმნას წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მარცხი ნაცისტურ გერმანიასთან. ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მარშალი ანრი ფილიპ პეტენი.
საფრანგეთის სახელმწიფო État français | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი "Travail, Famille, Patrie" | |||||||||
ჰიმნი La Marseillaise | |||||||||
| |||||||||
დედაქალაქი | ვიში (დე-ფაქტო) პარიზი (დე-იურე) ზიგმარინგენი (1944-1945) | ||||||||
ენა | ფრანგული | ||||||||
ფულის ერთეული | ფრანკი | ||||||||
მმართველობის ფორმა | ავტორიტარული სახელმწიფო | ||||||||
ვიშის რეჟიმი ვერ აკონტროლებდა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ვინაიდან ეს ტერიტორია გერმანულ ვერმახტს ჰქონდა დაკავებული. რეჟიმის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვიში. პეტენი და ვიშის რეჟიმის წარმომადგენლები, თანამშრომლობდნენ გერმანელებთან. აქაც ისევე ხორციელდებოდა ებრაელების დევნა როგორც გერმანულების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტოირებზე.
რამდენიმე წილის შემდეგ, შარლ დე გოლმა ვიშის რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი დააყენა. მოკავშირეების მიერ საფრანგეთში შეჭრის და ოპერაცია ოვერლორდის წარმატებით გახორციელების შემდეგ, შარ დე გოლი გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. 1944 წელს გათავისუფლდა პარიზი. მოკავშირეების მიერ შარ დე გოლის მთავრობა ლეგიტიმურად იქნა აღიარებული.
პეტენის მთავრობა გადავიდა გერმანიაში და 1945 წლის აპრილამდე დევნილი მთავრობის სტატუს ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ვიშის რეჟიმის წარმომადგენლების უმრავლესობას დახვრეტა მიესაჯა, ანალოგიური ბედი ელოდა პეტენსაც. მას წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება, თუმცა მოგვიანებით დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Azema, Jean-Pierre, ed. Collaboration and Resistance: Images of Life in Vichy France 1940–1944 (2000) 220pp; photographs
- Boyd, Douglas. Voices from the Dark Years: The Truth About Occupied France 1940-1945 (The History Press, 2015)
- Burrin, Philippe. France Under the Germans: Collaboration and Compromise (1998)
ფილმები
რედაქტირება- მარსელ ოფულზი, The Sorrow and the Pity (1969).
- კლოდ შაბროლი, The Eye of Vichy (1993).
რესურაები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმონ კიცონის Vichy web-page
- Original "Establishment of the Vichy government" constitutional act
- Map of the "free" and "occupied" French zones დაარქივებული 2005-04-13 საიტზე Wayback Machine.
- National Geographic coverage of the armistice დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Obituary of a Republic დაარქივებული 2013-07-21 საიტზე Wayback Machine. Time Magazine, 22 July 1940
- Vica Nazi Propaganda Comics – Duke University Libraries Digital Collections—Pro-Nazi comics produced in Vichy France
- NAZI diplomacy: Vichy, 1940
- The Holocaust in France დაარქივებული 2019-02-22 საიტზე Wayback Machine. , Yad Vashem-საიტზე
- Liberty, Equality, Fraternity, But Not for All: France and the "Alien" Jews, 1933–1942 დაარქივებული 2023-04-05 საიტზე Wayback Machine.