ვიში
ვიში (ფრანგ. Vichy; ოქსიტ. Vichèi) — საკურორტო ქალაქი კომუნა ალიეს დეპარტამენტში, ოვერნის რეგიონი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ვიში Vichy | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
რეგიონი | ოვერნი | ||
დეპარტამენტი | ალიე | ||
კოორდინატები | 46°07′40″ ჩ. გ. 3°25′36″ ა. გ. / 46.12778° ჩ. გ. 3.42667° ა. გ. | ||
მერი | Frédéric Aguilera[1] | ||
ფართობი | 5.85 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 249 მ | ||
მოსახლეობა | 25,899 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 4,427 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
საფოსტო ინდექსი | 03200[2] | ||
ოფიციალური საიტი | https://www.ville-vichy.fr[3] | ||
მეორე მსოფლიო ომის პოერიოდში, როდესაც გერმანელების მიერ მოხდა საფრანგეთის ოკუპაცია, სამხრეთ საფრანგეთში შეიქმნა ვიშის რეჟიმი. ახლად შექმნილი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი სწორედ ქალაქი ვიში იყო. ვიშის რეჟიმი არსებობდა 1940 წლიდან 1944 წლამდე.
გეოგრაფია
რედაქტირებადასახლებულ პუნქტში მიედინება მდინარე ალიე. მდინარე სათავეს ცენტრალური მასივიდან იღებს, რომელიც ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს. ვიშიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოვენის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი კლერმონ-ფერანი. ამ მხარეში კლიმატური პირობები საკმაოდ მკაცრია, რაც განპირობებულია მაღალი სიმაღლით, თუმცა ვიში მდებარეობს შედარებით დაბალ ადგილას რის გამოც ქალაქის მიდამოებში ძირითადად კონტინენტური ჰავაა.
ქალაქის გარშემო არსებობს ვულკანური რელიეფი, ამ ტერიტორიაზე ვულკანის ამოფრქვევა დაახლოებით 150,000 წელი არ მომხდარა. სწორედ ვულკანური წარმოშობისაა აქ არსებული მრავალი თერმული წყალი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებავიშის დაძმობილებული ქალაქებია:
- ვილჰემსჰაფენი, ქვემო საქსონია, გერმანია
- ბედ-ტიოლცი, ბავარია, გერმანია
- რეინ-ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია
- დანფერმლინი, ფაიფი, გაერთიანებული სამეფო
- ლაგრონო, ლა რიოხა, ესპანეთი
- კლუ«-ნაპოკა, კლუჟი, რუმინეთი
- სარატოგა-სპრინგსი, ნიუ-იორკი, აშშ
კლიმატი
რედაქტირებაწლიური ამინდი — ვიში | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
საშუალო მაღალი °C (°F) | 7 (44) | 8 (47) | 13 (56) | 16 (61) | 20 (68) | 23 (74) | 26 (79) | 26 (78) | 23 (73) | 17 (62) | 11 (52) | 7 (45) | 17 (62) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | -1 (30) | -1 (30) | 2 (35) | 4 (39) | 7 (45) | 11 (52) | 13 (55) | 13 (55) | 11 (51) | 6 (43) | 3 (37) | 0 (32) | 6 (42) |
ნალექი მმ (დუიმი) | 48.3 (1.9) | 43.2 (1.7) | 45.7 (1.8) | 53.3 (2.1) | 71.1 (2.8) | 88.9 (3.5) | 66 (2.6) | 83.8 (3.3) | 81.3 (3.2) | 66 (2.6) | 63.5 (2.5) | 43.2 (1.7) | 751,8 (29,6) |
წყარო: Weatherbase.com[4] 20 დეკემბერი 2008 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ფრანგული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.ville-vichy.fr/elus/maire
- ↑ Base officielle des codes postaux — La Poste, 2018.
- ↑ Annuaire de service-public.fr
- ↑ Historical Weather for Vichy, France. Weatherbase.com. ციტირების თარიღი: Dec 20 2008.