შარლ დე გოლი
შარლ დე გოლი (Charles André Joseph Marie de Gaulle) (დ. 22 ნოემბერი, 1890 — გ. 9 ნოემბერი, 1970) — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გენერალი დე გოლი“.
შარლ დე გოლი | |
---|---|
Charles André Joseph Pierre Marie de Gaulle | |
![]() შარლ დე გოლი მეორე მსოფლიო ომისას | |
![]() | |
მმართ. წლები: | 1959 — 1969 |
მმართ. დასაწყისი: | 8 იანვარი, 1959 წელი |
მმართ. დასასრული: | 28 აპრილი, 1969 წელი |
პრემიერ-მინისტრი: | |
წინამორბედი: | რენე კოტი |
მემკვიდრე: | ჟორჟ პომპიდუ |
![]() | |
მმართ. წლები: | 1958 — 1959 |
მმართ. დასაწყისი: | 1 ივნისი, 1958 წელი |
მმართ. დასასრული: | 8 იანვარი, 1959 წელი |
პრეზიდენტი: | რენე კოტი |
წინამორბედი: | პიერ პფლიმლინი |
მემკვიდრე: | მიქელ დებრე |
![]() | |
მმართ. წლები: | 1958 — 1959 |
მმართ. დასაწყისი: | 12 ივნისი, 1958 წელი |
მმართ. დასასრული: | 8 იანვარი, 1959 წელი |
პრეზიდენტი: | რენე კოტი |
წინამორბედი: | პიერ დე ჩევიგნი |
მემკვიდრე: | პიერ გუილამუატი |
სხვა წოდებები: | ბრიგადის გენერალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 ნოემბერი, 1890 |
დაბ. ადგილი: | ლილი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 9 ნოემბერი, 1970 (79 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოლობე ლე დოს ეგლის, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | კოლობე ლე დოს ეგლის, საფრანგეთი |
სრული სახელი: | Charles André Joseph Pierre Marie de Gaulle |
ხელმოწერა: |
![]() |
სამხედრო კარიერა | |
ეროვნება: |
![]() |
კუთვნილება: | |
ჯარის სახეობა: |
|
მოღვაწეობა: | 1912 — 1944 |
წოდება: | ბრიგადის გენერალი |
მეთაურობდა: | |
ბრძოლები/ომები: | |
ომამდე მან სახელი გაითქვა, როგორც სატანკო ტაქტიკოსმა და მძიმე ტექნიკისა და ავიაციის კონცენტრირებულად გამოყენების მომხრე სტრატეგმა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობის ლიდერი და დროებითი მთავრობის მეთაური 1944-46 წლებში. 1958 წელს მისი მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი, და მან დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე.
ბიოგრაფიარედაქტირება
შარლ დე გოლი დაიბადა მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში. 1912 წელს დაამთავრა სან-სიროს სამხედრო კოლეჯი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას იგი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და ძალიან მალე, 1914 წლის 15 აგვისტოს იგი პირველ საბრძოლო ჭრილობას იღებს და მხოლოდ ოქტომბერში ბრუნდება მწყობრში. 1915 წლის 10 მარტს იგი კვლავ დაიჭრება და გამოჯანმრთელების შემდეგ, ახალგაზრდა დე გოლი კვლავ უბრუნდება ბრძოლის ველს. 1916 წელს იგი მესამედ დაიჭრება. ამ დროისათვის ოფიციალურ პარიზს იგი უკვე გარდაცვლილად მიაჩნია, მაგრამ დე გოლი სიცოცხლეს გერმანელების ტყვეობაში აგრძელებს. 1918 წლის 11 ნოემბერს მას ტყვეობიდან ათავისუფლებენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დე გოლი პოლკოვნიკის რანგში ხვდება. 1940 წლის 15 ივნისს იგი ემიგრაციაში მიდის დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც გახდა მისი უთანხმოება მთავრობის წარმომადგენლებთან. დიდ ბრიტანეთში ის აყალიბებს ლეგენდარულ ორგანიზაციას "თავისუფალ საფრანგეთს". 1958 წლის 21 დეკემბერს, მრავალწლიანი უკომპრომისო პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ, ფრანგი ერი გენერალ შარლ დე გოლს საკუთარ ლიდერად აღიარებს და საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ქვეყნის ბედს ანდობს ადამიანს, რომელმაც არაერთი წელი შესწირა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მისი ძალისხმევით მრავალი ფრანგული კოლონია გათავისუფლდა და მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1965 წელს მას ხელმეორედ ირჩევენ საფრანგეთის პრეზიდენტად. 1966 წლის 21 თებერვალს დე გოლის გადაწყვეტილებით, საფრანგეთი გამოდის ნატოს სამხედრო სტრუქტურებიდან (მაგრამ დარჩა ორგანიზაციის შემადგენლობაში) და ამ მომენტიდან ოფიციალური პარიზი აღარ ერიდება საკუთარი ანტიამერიკული პოზიციის გამოხატვას. 1968 წლის 2 მაისს საფრანგეთში იფეთქა სტუდენტთა ამბოხებამ, რომელიც ძალიან მალე სერიოზულ უწესრიგობაში გადაიზარდა. ამბოხებულებს უერთდება პროფკავშირები და საფრანგეთის მოსახლეობის გარკვეული, არც თუ მცირე რაოდენობა. 1969 წლის 28 აპრილს დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრეზიდენტის პოსტიდან. შარლ დე გოლი გარდაიცვალა 1970 წლის 9 ნოემბერს.
ლიტერატურარედაქტირება
- Cogan, Charles. Charles de Gaulle: A Brief Biography with Documents. (1995). 243 pp.
- Fenby, Jonathan. The General: Charles de Gaulle and the France He Saved. (2011). Simon and Schuster. ISBN 9781847394101
- Jackson, Julian, A Certain Idea of France: The Life of Charles de Gaulle (2018) 887pp; the magisterial work on de Gaulle.
- Lacouture, Jean. De Gaulle: The Rebel 1890–1944 (1984; English ed. 1991), 640 pp; excerpt and text search; vol 2. De Gaulle: The Ruler 1945–1970 (1993), 700 pp, The standard scholarly biography.
- Ledwidge, Bernard (1982). De Gaulle. Weidenfeld and Nicolson. ISBN 978-0-297-77952-0.
- Mazower, Mark, "The Man Who Was France" (review of Julian Jackson, De Gaulle, Belknap Press / Harvard University Press, 2018, 887 pp.), The New York Review of Books, vol. LXVII, no. 1 (16 January 2020), pp. 45–46, 48.
- Shennan, Andrew. De Gaulle (1993) 200 pp.
- Williams, Charles. The Last Great Frenchman: A Life of General De Gaulle (1997), 560pp. excerpt and text search
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Fondation Charles-de-Gaulle
- News, speech excerpts and quotations დაარქივებული 2006-11-17 საიტზე Wayback Machine.
- Speeches (in original French) collected by the Charles de Gaulle foundation დაარქივებული 2008-12-07 საიტზე Wayback Machine.
- Biographical elements from the Charles de Gaulle foundation დაარქივებული 2008-11-14 საიტზე Wayback Machine.
- Mémorial Charles de Gaulle