აუსტერლიცის ბრძოლა
აუსტერლიცის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||
![]() აუსტერლიცის ბრძოლა, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი | |||
თარიღი | 2 დეკემბერი, 1805 | ||
მდებარეობა | აუსტერლიცი მორავია | ||
შედეგი | საფრანგეთის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
![]() |
აუსტერლიცის ბრძოლა – 1805 წლის 23 სექტემბერს ნაპოლეონმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები რუსეთსა და ავსტრიის წინააღმდეგ. მან შეძლო სენატი ჯარში გაწვევის გამოცხადებაზე დაეთანხმებინა, შეკრიბა 65 000
ჯარისკაცი და მეორე დილას, 1 ოქტომბერს, ლაშქრით რაინზე გადავიდა. 6 რიცხვში ბავარია აიღო, 20-ში დაიკავა ულმი, 13-ში აიღო ვენა, ხოლო 2 დეკემბერს (ძვ.სტილით 20 ნოემბერს), თავისი გამეფების წლისთავზე რუსებსა და ავსტრიელებს აუსტერლიცის დაბლობზე შეხვდა. ავსტრიელების საჯარისო კორპუსს ფრანც იოსები ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსებისას ალექსანდრე I, მიხეილ კუტუზოვი და გენერალი პეტრე ბაგრატიონი.
ნაპოლეონმა კარგად შედგენილი სამოქმედო ოპერაციის მიხედვით კოალიციას მარჯვნიდან და მარცხიდან შეუტია და მალევე შეასუსტა ფალანგები. რამდენიმე საათიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაბნეული მოწინააღმდეგები უკუიქცნენ. უკუგდებულ არიერგარდს ნაპოლეონის ჯარისკაცები უკან მისდევდნენ და ხოცავდნენ. მოკავშირეთა კოალიციამ ჯამში 36 000 ჯარისკაცი, 180 ქვემეხი დაკარგა და სრულიად დაშლილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხოლო ფრანგებმა - 9 000 კაცზი. ამ ბრძოლის შედეგად საბოლოოდ დამარცხდა მე-3 ანტიფრანგული კოალიცია, ხოლო ავსტრიამ დეკემბერში ხელი მოაწერა პრესბურგის საზავო ხელშეკრულებას და ომიდან გამოვიდა.
ეს ბრძოლა, ასევე, ცნობილია, როგორც სამი იმპერატორის ბრძოლა.
ლიტერატურარედაქტირება
- ალ. დიუმა, ნაპოლეონი, თბ., 2011
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 2. თბ. 1977. გვ. 10