იოსებ სტალინი

სკკპ-ის გენერალური მდივანი
(გადამისამართდა გვერდიდან სტალინი)

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი — ჯუღაშვილი; დ. 6 (18) დეკემბერი, ოფიციალური ვერსიით 9 (21) დეკემბერი, 1878, გორი — გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სტალინი იყო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება ტოტალიტარული რეჟიმის შექმნა და პასუხისმგებლობა მასობრივ რეპრესიებზე, ეთნიკურ წმენდებზე, ხალხთა მასობრივ დეპორტაციებზე, ასობით ათას სიკვდილით დასჯაზე და მასობრივ შიმშილზე, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

იოსებ სტალინი
იოსებ სტალინი
სკკპ ცენტრალური კომიტეტის
მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი, 1952 – 5 მარტი, 1953
მემკვიდრენიკიტა ხრუშჩოვი
(როგორც სკკპ ცკ-ს პირველი მდივანი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 თებერვალი, 1934 – 14 ოქტომბერი, 1952

სკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის
გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აპრილი, 1922 – 10 თებერვალი, 1934
წინამორბედივიაჩესლავ მოლოტოვი
(როგორც რკპ (ბ) ცკ-ს პ/მდივანი)

საბჭოთა კავშირის
მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი, 1946 – 15 მარტი, 1953
მემკვიდრეგიორგი მალენკოვი

საბჭოთა კავშირის სახალხო
კომისართა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მაისი, 1941 – 15 მარტი, 1946
წინამორბედივიაჩესლავ მოლოტოვი

საბჭოთა კავშირის თავდაცვის
სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 1941 – 4 სექტემბერი, 1945
წინამორბედითანამდებობა დაწესებულია
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმებულია

საბჭოთა კავშირის
შეიარაღებული ძალების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი, 1946 – 3 მარტი, 1947
მემკვიდრენიკოლაი ბულგანინი

დაბადებული18 დეკემბერი, 1878
გორი
თბილისის გუბერნია
რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი5 მარტი, 1953
კუნცევო
მოსკოვი
რუსეთის სფსრ
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაკომუნისტური პარტია
მამაბესარიონ ჯუღაშვილი
დედაკეკე გელაძე
მეუღლეკატო სვანიძე
(1906–1907)
ნადეჟდა ალილუევა
(1919–1932)
შვილებიიაკობ ჯუღაშვილი
ვასილი სტალინი
სვეტლანა ალილუევა
განათლებათბილისის სასულიერო სემინარია
რელიგიაათეისტი[1]
ჯილდოებიორდენები:
წითელი დროშის
ლენინის
სუვოროვის (I ხარისხი)
გამარჯვების
იაპონიაზე გამარჯვებისათვის
თეთრი ლომის (I ხარისხი)
ოქროს ვარსკვლავი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ბიოგრაფია

რედაქტირება
 
სოსო ჯუღაშვილი — ტფილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე, 1894.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში, 1878 წლის 18 დეკემბერს, (ოფიციალური ვერსიით 21 დეკემბერი) თბილისის გუბერნიის ქალაქ გორში. მისი მშობლები იყვნენ ეკატერინე (კეკე) გელაძე და ბესარიონ ჯუღაშვილი. ჰყავდა უფროსი ძმები, გიორგი და მიხეილი, რომლებიც ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ.

1894 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ინგლისელი ისტორიკოსი საიმონ სებაგ-მონტეფიორე აღნიშნავს, რომ სემინარიაში სწავლისას სტალინმა თავი გამოავლინა, როგორც ძალიან ნიჭიერმა მოსწავლემ, რომელსაც მაღალი შეფასება ჰქონდა ყველა საგანში, მათ შორის მათემატიკაში, თეოლოგიაში, ბერძნულ ენასა და რუსულ ენაში. სტალინი გატაცებული იყო პოეზიით და ახალგაზრდობაში თავად წერდა ლექსებს ქართულ ენაზე.[2]

ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ვლადიმერ ლენინის, გიორგი პლეხანოვის შრომები.

 
ახალგაზრდა სტალინი, 1902.

ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება. გაწევრიანდა რსდმპ-ის თბილისის ორგანიზაციაში, სადაც დაუპირისპირდა სილიბისტრო ჯიბლაძეს. ამის გამო გარიცხა პარტიულმა სასამართლომ. თბილისიდან გადავიდა ბათუმში, სადაც ცივად მიიღეს, რის შემდეგაც გადავიდა ბაქოში.[3]მონაწილეობდა გაზეთების „ბაკინსკი პროლეტარიატის“, „გუდოკის“, „ბაკინსკი რაბოჩის“ გამოცემაში. ბაქოდან მალე დაბრუნდა ბათუმში, სადაც მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუშათა გაფიცვაში, რის გამოც დააპატიმრეს და მოათვასეს ქუთაისის ციხეში. 1903 წლის სექტემბერში გადაასახლეს რუსეთში. რსდმპ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს. 1905 წელს იყო რსდმპ I ყრილობის დელეგატი ტამპერეში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. 1906 წელს ჩავიდა რსდმპ IV ყრილობაზე, როგორც ბორჩალოს დელეგატი, მაგრამ რამდენადაც ბორჩალოში პარტიული ორგანიზაცია არ არსებობდა, ის არ დაუშვა სამანდატო კომისიამ და ყრილობაში მონააწილეობა მიიღო მხოლოდ სათათბირო ხმით. მისი მანდატი სადავო იყო რსდმპ V ყრილობაზეც, თუმცა აქ სამანდატო კომისიამ ის დაუშვა დელეგატად.[3]

ცხოვრობდა ბაქოში. დაპირისპირებული იყო კავკასიაში ბოლშევიკების ლიდერ სტეფანე შაუმიანთან. ბაქოში დააპატიმრეს, მაგრამ მოახერხა გაქცევა. ამის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა რუსეთის შიდა ტერიტორიებზე და იშვიათად ჩადიოდა კავკასიაში.[3]

1912 წელს სრულიად რუსეთის ბოლშევიკების VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912–1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში — „ზვეზდა“ და „პრავდა“. მონაწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“, რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა „კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის“ ოპორტუნისტული პროგრამა. აღნიშნულ შრომას ლენინმა მაღალი შეფასება მისცა. 1913 წლის თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.

რევოლუციის შემდეგ

რედაქტირება

რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, სადაც იგი მაშინვე შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და „პრავდის“ რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის სოციალისტურ რევოლუციაში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშითა და მოხსენებით მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს — სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917–1923). ერთდროულად, 1919–1922 წლებში, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.

სამოქალაქო ომისა (1917–1923) და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918–20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით „პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში“. 1922 წლის აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.

სსრ კავშირის შექმნა

რედაქტირება

სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა — წამოაყენა „ავტონომიზაციის“ პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი ლენინმა გააკრიტიკა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა დაუჭირა მხარი ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.

პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით „ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში“.

სსრ კავშირის სათავეში მოსვლა

რედაქტირება

ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულტურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაში, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“ (1924), „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი“ (1924), „ლენინიზმის საკითხებისათვის“ (1926), „ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში“ (1926), „მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში“ (1929), „აგრარული პოლიტიკის საკითხებზე სსრ კავშირში“ (1929) და სხვ.

საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.

ინდუსტრიალიზაცია

რედაქტირება

სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული და მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.

 
სტალინი, კადრი ფილმიდან „კომუნიზმი“, 1952.

სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ — შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს — სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელ მსოფლიოში.

1935–1938 წლების მასობრივი რეპრესიები

რედაქტირება
 
მარცხნიდან: ვ. მოლოტოვი, ი. სტალინი, კ. ვოროშილოვი და ნ. ეჟოვი სსრკ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, 1937.

1935–1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. სახელმწიფო სამსახურებმა დააპატიმრეს „ხალხის მტრები“, რომლებსაც უცხო ქვეყნების ჯაშუშობასა თუ სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ედებოდათ ბრალი.

ამ მოვლენებს თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან, მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მემარჯვენეები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალაქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული.

გამოიყოფა რეპრესიების ორი ტალღა: პირველი დაკავშირებული იყო სოფლებში კოლექტივიზაციის პროექტთან. რეპრესიების ტალღას შეეწირნენ მსხვილი გლეხები, ე. წ. კულაკები.

მეორე ტალღა მოდის 1936–1937 წლებზე. რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწეების მიმართ.

ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე, ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.

თავდაპირველად სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე. წ. „ტროიკები“ („სამეულები“) რომლებსაც „ოპერატიულად“ გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ. შ. სასიკვდილოც).

ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.

სტალინის მთავრობა ქადაგებდა და მხარს უჭერდა ათეიზმს, სპეციალური ათეისტური განათლების სკოლებში დანერგვით, ანტი-რელიგიური პროპაგანდით, საზოგადოებრივი ინსტიტუტების ანტი-რელიგიური მუშაობით, დისკრიმინაციული კანონების მიღებით და მორწმუნეებზე ტერორით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში რელიგიასთან კავშირი საბჭოთა მოქალაქეებისათვის სახიფათო გახდა.[4]

1930-იანი წლების მასობრივმა რეპრესიებმა რუსული ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, თითქმის მთლიანად გაანადგურა: 1939 წლისათვის, სტალინის ბრძანებით განადგურებული იყო მრავალი ეკლესია,[5] ათობით ათასი მღვდელი, ბერი და მონაზონი რეპრესირებული და მოკლული იყო. 1937-1938 წლების ტერორისას 100,000-ზე მეტი დახვრიტეს.[6][7] მეორე მსოფლიო ომის დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ხელისუფლებამ პოზიცია შეარბილა და მას აღდგენის საშუალება მისცა, როგორც პატრიოტულ ორგანიზაციას. ამავე დროს, რუსულმა ეკლესიამ აღიარა საბჭოთა მთავრობა და სტალინი, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული რუსული მართლმადიდებლური წარმომადგელობების მხრიდან მათი სქიზმა მოჰყვა.

სტალინის მმართველობისას, მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსი ბედი გაიზიარეს სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმაც: კათოლიკეებმა, ბაპტისტებმა, მუსლიმებმა, ბუდისტებმა, იუდეველებმა. მოხდა ათასობით ბერის რეპრესია, განადგურდა ასობით სინაგოგა, მეჩეთი, ტაძარი და სხვა რელიგიური დაწესებულება.[8][9][10][11][12]

სტალინის კულტის ჩამოყალიბება

რედაქტირება

სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.

სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში „პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ“ პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შეფასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიებათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.

ჯილდოები

რედაქტირება
 
სტალინი კრემლის სამუშაო კაბინეტში, 1935.

სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირისა (1939) და საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები. 1945 წლის 27 ივნისს, საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წინადადებისა და ფრონტების სარდალთა წერილობითი წარდგინების საფუძველზე, „დიდ სამამულო ომში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის“ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით მიენიჭა საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის უმაღლესი სამხედრო წოდება და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით,[13] „გამარჯვების“ 2 ორდენით,[14] 3 წითელი დროშის ორდენით,[15] სუვოროვის I ხარისხის ორდენით,[16] აგრეთვე მედლებით.[17]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
გენერალისიმუსი სტალინი საბჭოთა კავშირის მარშლის ფორმაში პოტსდამის კონფერენციაზე, 1945.

ქართულენოვანი გამოცემები

რედაქტირება

რუსულენოვანი გამოცემები

რედაქტირება

ინგლისურენოვანი გამოცემები

რედაქტირება

გერმანულენოვანი გამოცემები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ტექსტური მასალები

რედაქტირება

საბიბლიოთეკო რესურსები

რედაქტირება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ქართულენოვანი მედია რესურსები

რედაქტირება
რადიო თავისუფლება

ციფრული არქივი

რედაქტირება

ფოტოარქივი

რედაქტირება

ვიდეოარქივი

რედაქტირება

ქართულენოვანი ვიდეო მასალები

რედაქტირება

ინგლისურენოვანი ვიდეო მასალები

რედაქტირება

რუსულენოვანი ვიდეო მასალები

რედაქტირება

ნაწილი პირველი

რედაქტირება

ნაწილი მეორე

რედაქტირება

ნაწილი მესამე

რედაქტირება

ნაწილი მეოთხე

რედაქტირება

ნაწილი მეხუთე

რედაქტირება

ნაწილი მეექვსე

რედაქტირება

ნაწილი მეშვიდე

რედაქტირება

ნაწილი მერვე

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდის ამსახველი საიტები

რედაქტირება
  1. Montefiore, 2007, გვ. 70–71
  2. Семанов С. Н., Кардашов В. И. Иосиф Сталин: жизнь и наследие. — М.: Новатор, 1997. с.25 — ISBN 5-85862-057-4
  3. 3.0 3.1 3.2 ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 66-69.
  4. Pospielovsky, Dimitry V. (1988) A History of Soviet Atheism in Theory and Practice, and the Believer, vol 2: Soviet Anti-Religious Campaigns and Persecutions, St Martin's Press, New York. - გვ. 89
  5. Куртуа С., Верт Н., Панне Ж-Л., Пачковский А., Бартосек К., Марголин Дж-Л. Чёрная книга коммунизма = Le Livre Noir du Communisme. — М.: «Три века истории», 2001. — გვ. 36. — 864. — ISBN 2-221-08-204-4.
  6. Yakovlev, Alexander N.; Austin, Anthony and Hollander, Paul (2002). A Century of Violence in Soviet Russia. Yale University Press, გვ. 165. ISBN 978-0-300-10322-9. 
  7. Pipes, Richard (2001). Communism: A History. Modern Library Chronicles, გვ. 66. ISBN 0-679-64050-9. 
  8. Helene Carrere d'Encausse, The National Republics Lose Their Independence, in Edward A. Allworth, (edit), Central Asia: One Hundred Thirty Years of Russian Dominance, A Historical Overview. Duke University Press, 1994.
  9. Crouch, Dave. "The Bolsheviks and Islam." International Socialism: A quarterly journal of socialist theory. 110. 14 Feb 2007. [1]
  10. Kowalsky, Sharon A. Book Review: Veiled Empire: Gender and Power in Stalinist Central Asia. by Douglas Northrop Journal of World History: Vol. 26, No. 2, June 2005.
  11. Richard Overy (2004). The Dictators: Hitler's Germany, Stalin's Russia. W.W Norton Company, Inc, გვ. 568. 
  12. The Ukrainian Greek Catholics: A Historical Survey. Religious Information Service of Ukraine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-10. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
  13. Ведомости Верховного Совета СССР. № 66 (613). 21 декабря 1949 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
  14. Ведомости Верховного Совета СССР. № 40 (300). 29 июля 1944 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
  15. Валерий Дуров, Николай Стрекалов (11 დეკემბერი, 2012). Орден Красного Знамени — Иосиф Виссарионович был отмечен тремя орденами «Красное Знамя» – 1919, 1930, 1944. archive.li. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
  16. Ведомости Верховного Совета СССР. № 47 (253). 7 ноября 1943 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.
  17. Ведомости Верховного Совета СССР. № 40 (63). 31 декабря 1939 года. vedomosti.vs.sssr.su. წაკითხვის თარიღი: 17 ივნისი, 2018.