აკაკი ვასაძე
აკაკი ალექსის ძე ვასაძე (დ. 6 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 23 მარტი, 1978, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი.
აკაკი ვასაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | აკაკი ვასაძე |
დაბადების თარიღი |
6 აგვისტო, 1899 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი |
23 ივლისი, 1978 (79 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ბიოგრაფიარედაქტირება
აკაკი ალექსის ძე ვასაძე დაიბადა 1899 წელს ქუთაისში. 1917 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1920 წელს დაამთავრა ა. ჯაბადარის დრამატული სტუდია თბილისში. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში. 1921 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურს გადიოდა პირველი რესპუბლიკის ჯარში. ასპინძის მე-9 ათასეულის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1921 წლის მარტის ბათუმის ბრძოლაში.
1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“), ყანდური („დათა თუთაშხია“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1923: „მამის მკვლელი“ (გირგოლა-იასაული) რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი
- 1926: „სამანიშვილის დედინაცვალი“ (პლატონ სამანიშვილი) რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ბერიშვილი
- 1928: „ქალი ბაზრობიდან“ (ედვინი — ადამსის შვილი მეორე ცოლისაგან) რეჟ. გიორგი მაკაროვი
- 1943: „გიორგი სააკაძე“ (შაჰ-აბასი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1955: „მაგდანას ლურჯა“ (მამასახლისი) რეჟისორები თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ (მელიტონი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“(ალიხანოვ-ავარსკი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1958: „ფატიმა“ (ზაურბეკი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (პროფესორი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1960: „ამბავი ერთ ქალიშვილისა“ (მიხა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1961: „უდიპლომო სასიძო“ (პარმენი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1968: „ტარიელ გოლუა“ (დავითი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (ფარსმან სპარსი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1973: „მთვარის მოტაცება“ (ტარიელ შერვაშიძე) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (გორდეზიანი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (მიქაელი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
- 1974 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1936 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1936 — წითელი დროშის ორდენი
- 1934 — საქართველოს სახალხო არტისტი
- ლენინის მედალი
- ლენინის ორდენი
ლიტერატურარედაქტირება
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 143, თბ., 1994