ჯაბადარის დრამატული სტუდია

ჯაბადარის დრამატული სტუდიაგიორგი ჯაბადარის მიერ დაარსებული სტუდია. 1918 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა წერილები „ქართული თეატრის აღორძინება“, რომელიც ქართული დრამატული სტუდიის მიერ სასცენო ხელოვნების სტუდიის დაარსებას იუწყებოდა. ქართულ დრამატულ წრეს საფრანგეთიდან ჩამოსული ანტუანის თეატრის რეჟისორი გიორგი ჯაბადარი ჩაუდგა სათავეში.

სტუდია — თეატრი მდებარეობდა მაშინდელ ფრეილინის ქუჩაზე, სადაც, დამწყები მსახიობებთან ერთად, გამოცდილი, იმ დროს სახელმოხვეჭილი მსახიობები და რეჟისორებიც მოღვაწეობდნენ. სტუდიის ხელმძღვანელი გიორგი ჯაბადარი ფრანგული კლასიკური სამსახიობო ტექნიკის მომხრე იყო, რაც ხმისა და სუნთქვის სწორ დაყენებას გულისხმობდა, თუმცა ბუნებრივ, ცხოვრებაში დაყენებულ კილოსაც ემხრობოდა. ჯაბადარის სტუდიის რეპერტუარი დეკადენტური პიესებისაგან შედგებოდა. 1919 სტუდიას ეწოდა „საქართველოს ცენტრალური კოოპერატივთა კავშირის ქართული დრამატული სტუდია“, რადგან კოოპერაციის დახმარებით ფინანსდებოდა. მალევე თეატრალურ სივრცეში წარმოიქმნა დავა. გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდია დარჩა უბინაოდ და უსახსროდ. რეპეტიციები — ფრეილინის ქუჩაზე, წარმოდგენები კი ქართული კლუბის სცენაზე იდგმებოდა. თვეში ერთხელ ან ორჯერ, რუსული თეატრის ე. წ. „ტარტოს“ არტისტული საზოგადოების შენობაში. დაიდგა ეჟენ ბრიეს „სარწმუნოება“, ედმონ როსტანის „რომანტიკოსები“, ლ. ჯაკოს „ვითა ფოთლები“, გერჰარტ ჰაუპტმანის „ჰანელე“, შალვა შარაშიძის „ავგაროზი“, იოსებ გედევანიშვილის „სინათლე“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 538.