სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოლიძე.

სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე დოლიძე (დ. 8 თებერვალი, 1903. ოზურგეთი — გ. 17 ივლისი, 1983. თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. სტალინის პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1965).

სიკო დოლიძე
დაბადების სახელი სიმონ დოლიძე
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1902
ოზურგეთი
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 1983 (80 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია კინორეჟისორი, სცენარისტი
ჯილდოები სსრკ-ის სახალხო არტისტი სტალინის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველად კინო 1900-იანი წლების დასაწყისში ჩოხატაურში იხილა. ყმაწვილმა სიკომ ბებიის მიერ ჯაყვის საყიდლად მიცემული ორი შაური ვაჭარ არშაკას სარდაფში მოწყობილ ილუზიონში გადაიხადა, სადაც მან ვასილ ამაშუკელის მიერ ბაქოში გადაღებული ქრონიკა „აქლემებით ნავთის გადაზიდვა“ იხილა.[1]

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო „სახკინომრეწვში“, ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ რეჟისორის ასისტენტად. 1927 წელს შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღე ყარაჩოში“. 1928 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კინოქრონიკის სექტორს. 1931 წელს გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ზვავთა მხარეში“. ამას მოჰყვა „უკანასკნელი ჯვაროსნები“, დიდად გახმაურებული და პოპულარული „დარიკო“, „მეგობრობა“, „ჯურღაის ფარი“ (1950 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია), „ჭრიჭინა“, „ეთერის სიმღერა“, „ფატიმა“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“ და სხვები. სიკო დოლიძე იყო თავისი ფილმების სცენარის ავტორიც. აღსანიშნავია ის რომ მან კინოხელოვნებას აზიარა სერგო ზაქარიაძე, თამარ ციციშვილი, აკაკი კვანტალიანი და სხვები.

1957-1976 წლებში იყო საქართველოს სსრ კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. დაჯილდოვებული იყო ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, ორი შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით. იყო საქართველოს რესპუბლიკის IV-VII და IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ოზურგეთში დგას სიკო დოლიძის ძეგლი და არის მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

როგორც რეჟისორი

რედაქტირება

როგორც სცენარისტი

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სიკო დოლიძე, ჟურნალი „კინო“ N7. გვ. 225-226 — 1981 წ.