დარიკო (ფილმი)
„დარიკო“ — სიკო დოლიძის 1936 წლის მხატვრული ფილმი. გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით („სიმონა“ და „მოსე მწერალი“). აღდგენილია 1970 წელს.
„დარიკო“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | სიკო დოლიძე |
სცენარის ავტორი | სიკო დოლიძე |
ეფუძნება | ეგნატე ნინოშვილის „სიმონა“ და „მოსე მწერალი“ |
როლებში | თამარ ციციშვილი, სერგო ზაქარიაძე, შალვა ღამბაშიძე |
კომპოზიტორი | იონა ტუსკია |
ხმის ოპერატორი |
როსტისლავ ლაპინსკი, ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | შალვა აფაქიძე |
მხატვარი | კორნელი სანაძე |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1936 |
ხანგრძლივობა | 96 წთ |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მდიდარ გლეხ დროიძეს, ქვრივი ბაბალეს მიწის ხელში ჩაგდება უნდა. ის ბაბალეს ვაჟს, სიმონას, ყალბი საბუთის შედგენას დააბრალებს. სიმონას დააპატიმრებენ, მის დედას და ძმას კი გადაასახლებენ. სიმონას ცოლს, უქმროდ დარჩენილ დარიკოს, დროიძის შვილი მიუვარდება და გაუპატიურებას დაუპირებს. ქალს თავდამსხმელი შემოაკვდება. დარიკოს გაციმბირება ემუქრება. ის ტყეში ფირალად გაიჭრება. დარიკო გლეხებთან ერთად მებრძოლ რაზმს ჩამოაყალიბებს და კაზაკების თარეშისგან იცავს გლეხებს. ჩაგრული ხალხის დამცველი დარიკოს რაზმი შიშის ზარს სცემს მეფის მოხელეებს. სიმონა საპატიმროდან გაიქცევა და დარიკოს რაზმს შეუერთდება.
როლებში
რედაქტირება- თამარ ციციშვილი (დარიკო)
- ნუცა ჩხეიძე (ბაბალე)
- სერგო ზაქარიაძე (სიმონა ძალაძე)
- ნიკოლოზ ანჯაფარიძე (გიგოია)
- შალვა ღამბაშიძე (დავით დროიძე)
- არკადი ხინთიბიძე (ტიტიკო)
- ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოსე)
- პეტრე მორსკოი (მუშა–ტუსაღი)
- ა. შონია (გამცემი)
- ი. აღასოვი (მაზრის უფროსი)
- ელიზბარ იმერელი (ბოქაული)
- ზაალ ტერიშვილი (ურიადნიკი)
- ილია მამფორია