სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე (დ. 1 ივლისი [ძვ. სტ. 18 ივნისი], 1909, ბაქო ― გ. 13 აპრილი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1951), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1958).

სერგო ზაქარიაძე

მსახიობი სერგო ზაქარიაძე
დაბადების სახელი სერგო ზაქარიაძე
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1909
ბაქო, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 1971 (61 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.

შემოქმედება

რედაქტირება

ზაქარიაძის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო — დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.

ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან", 1937), ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1945), გიგაური (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, 1954). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას „ბაგრატიონი“, 1944), ბახასი ( ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, 1945), მეფე დავითისა (ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, 1946), ბესიკ გაბაშვილისა (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“, 1942).

უარყოფით როლებს ზაქარიაძე ასრულებდა მგზნებარე მამხილებელი პათოსით, იგი დაუნდობლად ხდიდა ფარდას ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ მხრივ თინიბეგი მიხეილ მრევლიშვილის „ზვავში“ (1956). მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“, 1952).

შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს:ქადაგი („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი (გიორგი ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, 1961). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მღელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე ( სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, 1956), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“, 1957).

1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942–1943, სტალინური პრემია ), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ზაქარიაძე 1955–1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.

რუსთაველის სახელობის პრემია (1971).

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

მარჯანიშვილის თეატრო

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1946: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946: სტალინური პრემია (I ხარისხი) (ფილმში „გიორგი სააკაძე“ თავადი შადიმან ბარათაშვილის როლის შესრულებისთვის)
  • 1952:სტალინური პრემია (II ხარისხი) (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“ სპექტაკლში გიგაურის როლის შესრულებისთვის)
  • 1958: სსრკ-ის სახალხო არტისტი
  • 1966: ლენინური პრემია (ფილმში „ჯარისკაცის მამა“ გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებისთვის)
  • 1971: რუსთაველის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • ლენინის ორდენი
  • 14.04.1944: შრომის წითელი დროშის ორდენი
  • „საპატიო ნიშნის“ ორდენით
  • სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურაბანიძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 324.
  • გუგუშვილი ე., თეატრალური პორტრეტები, თბ., 1966;
  • Твалчрелидзе Т., Церетели К., Серго Закариадзе, კრ.: Артёры советского кино, в. 3, М., 1967;