ჯარისკაცის მამა
ჯარისკაცის მამა — მხატვრული ფილმი გადაღებული სტუდიაში „ქართული ფილმი“ 1964 წელს რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ სულიკო ჟღენტის სცენარით. მთავარ როლში — სერგო ზაქარიაძე.
„ჯარისკაცის მამა“ | |
---|---|
ფილმის პლაკატი | |
ჟანრი | ისტორიული დრამა |
რეჟისორი | რეზო ჩხეიძე |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი | სულიკო ჟღენტი |
როლებში | სერგო ზაქარიაძე, ალექსეი ნაზაროვი, ქეთევან ბოჭორიშვილი, გია კობახიძე, გერონტი დათუნაშვილი |
კომპოზიტორი | სულხან ცინცაძე |
ხმის ოპერატორი | ა. შტეგელმანი |
ოპერატორი | არჩილ ფილიპაშვილი |
მხატვარი | ზურაბ მეძმარიაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1964 |
ხანგრძლივობა | 92 წუთი |
ქვეყანა | სსსრ (სსრკ) |
ენა | ქართული, რუსული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, როდესაც ადგილზე ჩააღწევს, შვილი ჰოსპიტალში აღარ დახვდება – გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება. ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მივა. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვის, მაგრამ მძიმე ბრძოლაში გოდერძი მამის თვალწინ დაიღუპება.
პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ geocinema.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-12-28.