სულიკო ჟღენტი
სულიკო ჟღენტი (დ. 22 ივნისი, 1925, სოფელი სამება, ოზურგეთის მაზრა — გ. 3 თებერვალი, 2000) — ქართველი საბჭოთა კინოდრამატურგი.
სულიკო ჟღენტი | |
---|---|
![]() სულიკო ჟღენტის ძეგლი ბათუმში | |
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1925 სამება |
გარდაცვალების თარიღი | 3 თებერვალი, 2000 (74 წლის) |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
განათლება | საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
პროფესია | კინოდრამატურგი |
ჯილდოები | საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967) |
ბიოგრაფია რედაქტირება
დაიბადა 1925 წლის 22 ივნისს სოფელ სამებაში, 1954 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას, გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებსა და მოთხრობებს. დაწერილი აქვს უამრავი სცენარი. გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია რედაქტირება
სულიკო ჟღენტი სცენარის ავტორია შემდეგი ფილმებისა (სია არასრულია):
- 1959: „სეინერები ზღვაში გადიან“ (დოკუმენტური ფილმი)
- 1960: „ადამიანი და ფოლადი“ (დოკუმენტური ფილმი)
- 1961: „ჭიაკოკონა“ (რეჟ. იური ქავთარაძე)
- 1961: „ბურთი და მოედანი“ (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე)
- 1964: „ჯარისკაცის მამა“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1969: „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1969: „სინათლე ჩვენს სარკმლებში“ (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე)
- 1971: „წუთისოფელი“ (რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე)
- 1972: „ნერგები“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1974: „ციმბირელი პაპა“ (რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი)
- 1977: „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი, იოზეფ მედვედი)
- 1978: „ჩემი მეგობარი ძია ვანო“ (რეჟ. ვალერიან კვაჭაძე)
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ (რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი)
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 1987: „ფესვები“ (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე)
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე)
- 2008: „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“
გადაღებულია ფილმში რედაქტირება
- 1981: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (ვაჟა) (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი)
ჯილდოები რედაქტირება
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს ლენინური და მემედ აბაშიძის პრემიები, საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი (1970, 1972, 1973).
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 263.