ნერგები
ნერგები — 1972 წლის ქართული დრამატული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. მთავარ როლშია რამაზ ჩხიკვაძე. ფილმის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1973 წელს. ფილმი შეყვანილი იყო მოსკოვის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც რამაზ ჩხიკვაძემ პრემია მიიღო.
„ნერგები“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | რეზო ჩხეიძე |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი | სულიკო ჟღენტი |
როლებში |
რამაზ ჩხიკვაძე მიშა მესხი სესილია თაყაიშვილი ზეინაბ ბოცვაძე ზურაბ ქაფიანიძე |
კომპოზიტორი | ნოდარ გაბუნია |
ოპერატორი | დავით ლომიძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1972 წ. |
ხანგრძლივობა | 90 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
მოხუცი ლუკა ბაბუა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად მსხლის იშვიათი ჯიშის — ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება. მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია — გზაში ჭკნობას იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს — ბორბლებქვეშ ჩაუყრის და მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.
როლებში
რედაქტირება- რამაზ ჩხიკვაძე — ლუკა ბაბუა
- მიშა მესხი — კახა
- მერი ქორელი — ბებია ელისაბედი
- სესილია თაყაიშვილი — ციცინო
- ზეინაბ ბოცვაძე — კახას დედა
- ზურაბ ქაფიანიძე — მეურმე
- მიხეილ ვაშაძე — დათეშიძე
- სერაფიმ სტრელკოვი — მისტერ ფლეტჩერი
- კახი კავსაძე — დავითი
- ზურაბ ლაფერაძე
- ჯემალ ღაღანიძე — სასტუმროს ადმინისტრატორი
- ლია კაპანაძე — ქვრივი ქალი
- ბონდო გოგინავა — ბონდოია
- მერი ერგნელი
- ლევან (ლეო) სოხაშვილი
- ნინა მანშტალიროვა
- ნედა ღამბარაშვილი
- გელა ჩარკვიანი — ამერიკელი ტურისტი
- გივი თოხაძე
- გოჩა ლომია — სატვირთოს მძღოლი
- ირაკლი ქოქრაშვილი — გლეხი
- რვინ კნაუსმიულერი — ამერიკელი ტურისტი
- ზოზო (იასონ) ბაქრაძე — ავტობუსის მძღოლი