ზურაბ ქაფიანიძე
ზურაბ ვასილის ძე ქაფიანიძე (დ. 1 აპრილი, 1937, სოფელი ნაკიეთი, ონის რაიონი — გ. 4 ივლისი, 2011, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
ზურაბ ქაფიანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 აპრილი, 1937 ნაკიეთი, ონის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივლისი, 2011 (74 წლის) თბილისი, საქართველო |
დაკრძალულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
საბჭოთა კავშირი საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
დამსაქმებელი | ქუთაისის დრამატული თეატრი, ქართული ფილმი |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია |
1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961–1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.
1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებაგამოსცა სამეცნიერო გაზეთი „შუმერი“. დააარსა ამავე სახელწოდების სამეცნიერო ცენტრი. 40 წლის შრომის შედეგად, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, ახსნა ძვ. წ. V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა. მისივე მტკიცებით, აღმოაჩინა ანბანის რიცხვობრივი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც , თითქოსდა, ცხადი გახდა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა. ასევე ამტკიცებდა, რომ აღადგინა ძვ. წ. 5604 წლის შუმერული კალენდარი.[1]
ქაფიანიძის მოსაზრებები მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1965: „ხევსურული ბალადა“ (აპარეკა) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1965: „მიხა“ (მიხა) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1966: „გიორგობისთვე“ რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1966: „ლონდრე“ რეჟ. თამაზ მელიავა
- 1967: „დიდი მწვანე ველი“ რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1967: „ალოობა“ (ბეჟანა) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1967: „ვედრება“ (ზვიადაური) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1967: „ცისკრის ზარები“ (ჩოფე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1968: „არ იდარდო!“ (გენერლის ადიუტანტი) რეჟ. გიორგი დანელია
- 1968: „ტარიელ გოლუა“ (ბეჟანა) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1968: „ჯვარცმული კუნძული“ (სიმონა) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1969: „მოლოდინი“ (ექვთიმე) რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
- 1969: „ფიროსმანი“ (უშანგი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1969: „ღიმილის ბიჭები“ (შალიკო) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1970: „ფეოლა“ (ბესიკი, ვიოლინოზე დამკვრელი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1970: „ჩემი ქალაქის ვასკვლავი“ (დურმიშხანი) რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1970: „ჩერმენი“ (ბერდია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (პიპა) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1971: „კარები“ რეჟ. მიხეილ მედნიკოვი
- 1971: „გათენების წინ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1971: „დაისი“ (ცანგალა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1972: „გლადიატორი“ (ოფიციანტი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1972: „ნერგები“ (მეურმე) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1973: „ქორწილი“ (სსრკ-იუგოსლავია)
- 1973: „წკიპურტები“ (მოძალადე) რეჟ. რეზო ესაძე
- 1973: „ბებერი მეზურნეები“ (მძღოლი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1973: „მთვარის მოტაცება“ (ლომკაც თარბა) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1974: „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (ივანე) რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1976:„Дума о Ковпаке“ რეჟ. ტიმოფეი ლევჩუკი
- 1976: „По волчьему следу“ რეჟ. ვალერიო გაჟიუ
- 1976: „ქალაქი ანარა“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1977: „დაბრუნება“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1977: „ამაღლება“ (ივანე) რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1978: „კაპიტან ვრუნგელის ახალი თავგადასავლები“ (კაპიტნის უფრ. თანაშემწე) რეჟ. გენადი ვასელევი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ბექარ ჯეირანაშვილი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ (კუკური) რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1980: „ბუგადან ვისლამდე“ (დავით ბაქრაძე) რეჟ. ტ. ლევჩუკი
- 1980: „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ოდიშელიძე) რეჟ. ლეილა აბაშიძე
- 1981: „Снежная свадьба“
- 1981: „ძველი სახლი“ რეჟ. რომან წურწუმია
- 1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ (ანტონი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1983: „წიგნი ფიცისა“ (პაპაი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (გოგია ინსპექტორი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1984: „ქართველები ცაში“ (მგზავრი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1984: „აქედანა და შენამდე“ რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1985: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1985: „ნეილონის ნაძვის ხე“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1986: „ახალი არკადია“ (ივანე) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1989: „შავი პრინცი აჯუბა“ (სსრკ, ინდოეთი)
- 2010: „ომი და ქორწილი“ რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „შუმერების ანბანი“ (ავტორი). 128გვ. თბ., ხელოვნება, 1990
- „კაცობრიობის პირველი ანბანი“ : ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე (ავტორი). 99გვ., თბ., "სამშობლო"-ს სტ., 1997
- „ბიქილას საიდუმლო“ (ავტორი). 120გვ., თბ., შუმერი, 2008
- „ასეთი იყო ჩემი საქართველო“ : მოგონებები, მინიატურები, ჩანახატები (ავტორი). 226გვ., თბ., მერიდიანი, 2011. . - ISBN 978-9941-10-451-0
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ზურაბ ქაფიანიძე, თეიმურაზ მიბჩუანი:შუმერული ანბანი-ქართული ასომთავრული
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1969. № 9. გვ. 467.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. № 8. გვ. 18.