ჯვარცმული კუნძული
„ჯვარცმული კუნძული“ — სს „ქართული ფილმის“ 1968 წლის მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია შოთა მანაგაძე.
„ჯვარცმული კუნძული“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | შოთა მანაგაძე |
სცენარის ავტორი | რეზო თაბუკაშვილი |
როლებში |
თენგიზ არჩვაძე ლეო ფილფანი ზურაბ ქაფიანიძე |
კომპოზიტორი | რევაზ ლაღიძე |
ხმის ოპერატორი | რაფიელ კეზელი |
ოპერატორი | გიორგი ჭელიძე |
მხატვარი | დიმიტრი თაყაიშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1968 |
ხანგრძლივობა | 83 წთ |
ქვეყანა | საქართველოს სსრ, სსრკ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმს საფუძვლად დაედო ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბები. საბჭოთა ტყვეების ცალკეული ჯგუფები ევროპის ქვეყნებში გადაჰყავდათ. სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებიდან შეკრებილი ქართველ სამხედრო ტყვეთა ბატალიონი ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც აჯანყება მოაწყვეს და კუნძულზე ჰოლანდიის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ამბოხის ჩასახშობად ფაშისტებმა დესანტი გადმოსხეს. აჯანყებულებმა დახმარებისთვის ინგლისს მიმართეს, მაგრამ მოკავშირეების დახმარებას დააგვიანდა. უთანასწორო ბრძოლამ ხუთასზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. მათი დახმარებისათვის კი ფაშისტები ადგილობრივ მოსახლეობასაც სასტიკად გაუსწორდნენ. დაღუპულები კუნძულ ტექსელის ძმათა სასაფლაოზე განისვენებენ.
როლებში
რედაქტირება- თენგიზ არჩვაძე — გიორგი
- გრიგოლ ტყაბლაძე — სიპიტო
- ლეო (ლევან) ფილფანი — რეზო
- ზურაბ ქაფიანიძე — სიმონა
- მალხაზ ბებურიშვილი — ოთარი
- გურამ ფირცხალავა — გუჯა
- გეიდარ ფალავანდიშვილი — სოსო
- თამაზ გამყრელიძე — გაიოზი
- ნუგზარ მაჭავარიანი — ზურიკელა
- ნუგზარ ხიდურელი — მოშე
- არიადნა შენგელაია — ლოტა
- გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე
- გივი თოხაძე
- იოსებ (სოსო) ლაღიძე — ოტია
- კარლო საკანდელიძე — გიოლება