სოსო ლაღიძე
ქართველი მსახიობი
იოსებ (სოსო) ლაღიძე (დ. 26 დეკემბერი, 1936, სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 14 ივლისი, 2018) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980).
სოსო ლაღიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | იოსებ კუხიანიძე |
დაბადების თარიღი |
21 იანვარი, 1936 სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 14 ივლისი, 2018 (81 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959–2018 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსი („მაკბეტი“).
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“ (ვალიკო) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1958: „სხვისი შვილები“ (გურამი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1959: „წარსული ზაფხული“ (ოთარი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1961: „გლახის ნაამბობი“ (სანდრო) რეჟ. ლეო ესაკია
- 1963: „ომარ ჯოხაძე“ (ომარი) რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1964: „ზღვის შვილები“ (გურამი (შვილი)) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1966: „ლონდრე“ (გაბრიელი) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1968: „ჯვარცმული კუნძული“ (ოტია) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1971: „მყუდრო სავანე“ (მერაბი) რეჟ. კარლო ღლონტი
- 1973: „გადაღების ერთი დღე“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (ლევანის ამხანაგი) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1976: „ბავშვები“ რეჟ. გივი ვეფხვაძე
- 1978: „შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1978: „ყვარყვარე“ (პავლე) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1982: „მარადისობის კანონი“ (მერაბი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (გაიოზი ლეიტენანტი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1989: „მიახლოება“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1990: „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (მძღოლი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1991: „ლოლიტა“ (მალანია-გამომძიებელი) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
- 1994: „ერთაწმინდა“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 1997: „მაგრამ რა მერე?!“ (დათიკო) რეჟ. რამაზ იოსელიანი
- 2003: „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 2011: „დარჩი ჩემთან“ რეჟ. ზაზა ურუშაძე
ტელესერიალები
რედაქტირება- 2003: „ცხელი ძაღლი“ (სოსო ეგაძე) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 2011-2014: „ჩემი ცოლის დაქალები“ რეჟ. გიორგი ლიფონავა
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- კიტა ბუაჩიძე „ამბავი სიყვარულისა“ (ვეფხია ხალიბაური) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე სიცრუისა“ (უფლისწული) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- ნოდარ დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“ (ზაზა ნაკაშიძე) რეჟ. რობერტ სტურუა
- ლეო ქიაჩელი „გვადი ბიგვა“ (გერა) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
- ბერტნოლდ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (გოგი) რეჟ. რობერტ სტურუა
- უილიამ შექსპირი „რიჩარდ III“ (გრეი) რეჟ. რობერტ სტურუა
- მიხეილ ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (ნიკოლოზ II) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (საფრანგეთის მეფე) რეჟისორები რობერტ სტურუა, რევაზ ჩხაიძე
- უილიამ შექსპირი „მაკბეტი“ (როსი) რეჟ. რობერტ სტურუა
- გიორგი ნახუცრიშვილი „ფიროსმანი“ (ლადო) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე
- ალექსი არბუზოვი „ისინი შეხვდნენ ერთმანეთს“ (ლაპჩენკო) რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1980. N6. გვ. 4